მობილურ ტელეფონზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ სახლში ხანძარი გვაქვს!

თამთა ბელიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

11 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრეზიდენტ სააკაშვილს მთავრობის მიერ 2011 წ. 27 დეკემბერს გამოცემული #489 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მთავრობის ამ დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.

#489 დადგენილების საფუძველზე 2012 წლის იანვრიდან მოქალაქეთა სააბონენტო ნომრების სადეპოზიტო ანგარიშებიდან 0.20 ლარის დაქვითვა დაიწყო. არადა, მოქალაქეებს, რომლებსაც ეს თანხები ჩამოეჭრათ, მთავრობის #489 დადგენილების გამოცემის დღიდან „112“-ს მომსახურებით არ უსარგებლიათ. უფრო მეტიც – დაქვითვა განხორციელდა იმ დროს, როდესაც შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“, ფაქტობრივად, არ არსებობდა. Continue reading

Posted in უფლებადამცველები | Tagged , , , , , | Leave a comment

„სტუდენტები თვითმმართველობის წინააღმდეგ“

თამთა ბელიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

3 აპრილს კაფე Althaus-ში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის – „სტუდენტები თვითმმართველობის წინააღმდეგ“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ფილმის ჩვენებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ასევე, სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წევრები ესწრებოდნენ.

ფილმის ავტორია ჟურნალისტი სალომე ცეცხლაძე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თემით დაინტერესდა. Continue reading

Posted in სტუდენტები | Tagged , , , , , | 2 Comments

აურზაური არაფრის გამო – იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში, აზიზიეს მეჩეთი აშენდება

სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

აზიზიეს მეჩეთი

სულ ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახალი საიტი www.religirbi.info შექმნა (ეწვიეთ, საინტერესო საიტია). ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა ამ საიტისთვის სტატიების დაწერა შემომთავაზა. რა სკვირველია, დავთანხმდი… ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო საკითხი, რაზეც სტატიების დაწერა შეიძლება, სწორედ რელიგია და რელიგიური უმცირესობებია.

პირველივე თემა, რაზეც სტატიის დაწერა გადავწყვიტე, აზიზიეს მეჩეთის აშენების გარშემო შექმნილ ვნებათაღელვას შეეხებოდა. სტატიის წერის პროცესში ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე და მინდა ეს ადამიანის უფლებათა სახლის ბლოგის მკითხველსაც გავუზიარო. Continue reading

Posted in რელიგიები | Tagged , , , , | 1 Comment

„საფარი“ ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე

თამთა ბელიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

Ana Jgenti

ოჯახური ძალადობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეშიც სერიოზულ პრობლემად რჩება. ამავე დროს, ეს არ არის მარტო ღარიბი და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნების პრობლემა. ძალადობის მსხვერპლი ადამიანები განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების კანონებით ისინი უფრო მეტად არიან დაცულნი.

ოჯახური თუ სხვა ტიპის ძალადობის აღმოფხვრაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. ხშირად ასეთი ტიპის ორგანიზაციები ერთიანდებიან და საერთაშორისო ქსელებს ქმნიან, რათა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ. სწორედ ასეთი გაერთიანებებია – The U.S. National Network To End Domestic Violence (www.nnedv.org) და Global Network of Women’s Shelters (www.gnws.org). მათი ორგანიზებით 27 თებერვლიდან 1 მარტამდე, ვაშინგტონში „ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენცია“ ჩატარდა. კონფერენციას 96 ქვეყნიდან 1600-მდე მონაწილე დაესწრო. კონფერენციაზე 280-ზე მეტი მომხსენებელი წარდგა, მათ შორის საქართველოდან – კავშირ „საფარის“ წარმომადგენელი ანა ჟღენტი, რომელიც ვაშინგტონში კონფერენციის სპონსორების (Avon, Allstate, Verizon) პროგრამული დაფინანსებით გაემგზავრა.

Continue reading

Posted in ბავშვები, დევნილები | Tagged , , , | Leave a comment

კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRIDC) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე:

ადამიანის უფლებებიფოკუსი წამებაზე

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე, კერძოდ, წამებაზე.

განაცხადები მიიღება 2012 წლის 27 იანვრიდან 25 მაისამდე Continue reading

Posted in კონკურსი | Tagged , , , , | Leave a comment

აქცია “ვაჩუქოთ ახალი წელი ბავშვებს”

ალექს კედელაშვილი

18 იანვარს ადამიანის უფლებათა სახლის “ახალგაზრდული კლუბის” წევრები,  “კონსტიტუციის 42-ე მუხლისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად, ავჭალაში, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ.

შენობაში უკვე სამი წელია 15-მდე ოჯახია შესახლებული,  რომელთა ძირითად ნაწილს ბავშვები და ქალები შეადგენენ. ეს ოჯახები, პატარ-პატარა ოთახებში ცხოვრობენ. ისინი არ არიან დევნილები,  თუმცა ისეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს განეკუთვნებიან, რომელთაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ამიტომ ეს შენობა აქვთ გამოყოფილი. შენობა ამჟამად საპატრიარქოს ეკუთვნის. ოთახებში ბნელა, ცივა, არ აქვთ წყალი…თავს ჯართის შეგროვებით და ბავშვზე 20 ლარიანი სოციალური დახმარებით ირჩენენ. Continue reading

Posted in ბავშვები | Tagged , , , | Leave a comment

რამდენიმე სიტყვა “მსხვერპლთან ინტერვიურების ტექნიკაზე”

გვანცა კორძახია 

23 დეკემბერს “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა” 2011 წლისათვის ბოლო ტრეინინგი “მსხვერპლთან ინტერვიურების ტექნიკაზე” ჩაატარა. ვორქშოფი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თეორიული მეცადინეობის გარდა პრაქტიკულ სავარჯიშოებშიც მივიღეთ მონაწილეობა. მთელი დღის ერთად გატარება არათუ დამღლელი, პირიქით, არასაკმარისიც კი აღმოჩნდა ჩვენთვის. პირადად მე ამ შეხვედრიდან ყველაზე მეტად ერთ რამეს მივაქციე ყურადღება. ყველა ადამიანი ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ჟურნალისტს მხოლოდ ის ადარდებს გააკეთოს რაც შეიძლება კარგი და სკანდალური (თუ აქვს შესაძლებლობა) მასალა თუნდაც სხვების ხარჯზე. არ აქვს მისთვის მნიშვნელობა იმ ადამიანს ეტკინება თუ არა მომხდარის გახსენება ან უფრო მეტის თქმა სურს თუ არა საზოგადოებისთვის. ჩვენსას როცა მივიღებთ, უკვე ტრამვაგამოვლილ ადამიანებს ვტოვებთ ისე, რომ აღარ გვადარდებს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დავაყენოთ თავი მათ ადგილას. კარიერის გარდა არსებობს სხვა ღრებულებები, რაც პროფესიონალზმზე მიუთითებს. მე გამახსენდა დეილ კარნეგის რჩევები, როცა გვეუბნება რომც არ გეღიმებოდეთ გაიცინეთ, თავაზიანად დაელაპარაკეთ და მოუსმინეთ ადამიანს, ვისაც სურს რაიმე მოგითხროთ, ეს მხოლოდ თქვენ წაგადგებათ და გაგიღრმავებთ ურთიერთობებს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი არ აქცევს ესოდენ მარტივ სიტყვებს ყურადღებას.  Continue reading

Posted in საზოგადოება | Leave a comment