კონკურსი პოსტერის შესაქმნელად

HRHTbilisieng

GCRT_Logo_RGB_2010_Landscape

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონსურსს პოსტერის შესაქმნელად.

 კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო პოსტერი (პლაკატი) წამების აკრძალვის თემაზე.  კონკურსში მიიღება როგორც ფოტო-სურათები, ასევე პოლიგრაფიული ნამუშევრები. Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , | დატოვე კომენტარი

შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია

GCRT_Logo_RGB_2010_Landscapeწამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT და  სარეაბილიტაციო ცენტრი «კამარა» ახორციელებს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს,  რომლის  მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაიში. აღნიშნულ პროექტში საკუთარი საქმიანობის და დაფინანსების ფარგლებში ჩართულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია Continue reading

Posted in მსჯავრდებულები | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ფრანების აქცია ვერის ბაღში

ნინო ახობაძე

10703506_863909030299513_3922326352858357893_n25 სექტემბერს ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა აქცია, სადაც მოსახლეობისაგან შეგროვებული სამშვიდობო გზავნილები, ორგანიზატორებმა, მანათობელი ფრანების მეშვეობით,  სიმბოლურად ცაში გაუშვეს.

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1981 წელს დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 36/67 რეზოლუციის საფუძველზე. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად, მშვიდობის კვირეულიც სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოაწყო. კვირეულის ფარგლებში გავრცელდა სპეციალური სამშვიდობო მიმართვა,  ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება, დისკუსიები და სხვა. Continue reading

Posted in უფლებადამცველები | Tagged , , | დატოვე კომენტარი

მობილური ჯგუფი ადამიანის უფლებებისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა  ახალი პროექტი – „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ დაიწყო. პროექტი ორწლიანია და მის ფარგლებში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების უფლებადამცველთა მობილური ჯგუფი იმუშავებს.

საველე გასვლა მოეწყობა ყოველკვირეულად. მობილური ჯგუფი ადგილზე უშუალოდ გაეცნობა უფლებადარღვევის ფაქტებს, მოქალაქეებს გაუწევს  სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, მოამზადებს ვიდეორეპორტაჟებს, სტატიებს და ჩაატარებს უფლებადარღვევების ეფექტური ადვოკატირებისთვის საჭირო აქტივობებს. Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების  მხარდასაჭერად

IMG_4395თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა 22 აგვისტოს, ევროსაბჭოს ოფისთან,  აზერბაიჯანში დაპატიმრებული  უფლებადამცველების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციას, გარდა სახლის წევრი ორგანიზაციებისა, „საზოგადოებრივი დამცველისა“ და „გაერთიანებული პროფკავშირების“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

IMG_4441აქციის მონაწილეების განცხადებით, აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა. თითქმის ერთნაირი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი) დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების  კრიტიკით. Continue reading

Posted in მარლთმსაჯულება, პოლიტპატიმრები, სამართალი, სასამართლო, უფლებადამცველები, შეკრების თავისუფლება | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ვორქშოფი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

42_1041_535552_evrokavshiriGCRT_Logo_RGB_2010_Landscape

Saphari_LOGOHRHTbilisieng

GCRT – წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი“ და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის აწყობს ვორქშოფს თემაზე:

სექსუალური და ოჯახური ძალადობის გაშუქება მედიაში

ვორქშოპი მოიცავს შემდეგ თემებს: ოჯახური და სექსუალური ძალადობა, სექსუალური ძალადობა ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, მედიისა და არასამთავრობოების როლი, ჟურნალისტური ეთიკა და გაშუქება. Continue reading

Posted in ვორქშოპი | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები – მართლმსაჯულების აღსრულება თუ პოლიტიკური დევნა

 
ნინო დევიძე
 image
ადამიანის უფლებათა სახლში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობას  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ. 
 
 
„შეხვედრის მიზანია განვიხილოთ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები და ვიმსჯელოთ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თუ პოლიტიკური დევნა. დილემის წინაშე ვდგავართ, ერთი მხრივ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება დუმს, ვერ აკეთებს ვერანაირ აშკარა შეფასებას, ვინაიდან ისენი არიან პირები, რომელთა მიმართ ჩვენ თავად ვითხოვდით გამოძიების დაწყებას“, – განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კორდინატორმა ნინო ღვედაშვილმა. Continue reading
Posted in მარლთმსაჯულება, პოლიტპატიმრები, სამართალი, სასამართლო | Tagged , , , , | %(count)s კომენტარი