ვერდიქტი

შორენა ლათათია 

ტერმინი „ვერდიქტი“ ლათინური სიტყვაა (vere dicere) და სიმართლის თქმას გულისხმობს, თუმცა სიმართლე ფარდობითი ცნებაა და ის რაც ჩემთვის სამართლიანია, შეიძლება თქვენთვის უსამართლო იყოს.

17 ნოემბერს თორმეტმა ნაფიც მსაჯულმა ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა. რამდენიმე სხდომას  თავადაც  დავესწარი და რატომღაც მეგონა, რომ ნაფიცი მსაჯულები გამამრთლებელ  ვერდიქტს გამოიტანდნენ.

საქართველოს კანონმდებლობით არ ხდება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის დასაბუთება,  ანუ შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რის გამო მოხდა პირის გამტყუნება/გამართლება კონკრეტულ ბრალდებაში, რაც ჩემთვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების პრინციპიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამონაკლისია.

ნაწყვეტი ფილმიდან  “12 განრისხებული მამაკაცი” :

“-       ძნელია სიტყვებით გადმოსცე. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის დამნაშავეა. მეგონა, რომ ეს ისედაც ცხადი იყო.  საწინააღმდეგო არავის დაუმტკიცებია.

–       არავინაა ვალდებული, დაამტკიცოს საწინააღმდეგო. მტკიცების ტვირთი პროკურატურას აკისრია. დაცვის მხარეს შეუძლია, ხმაც კი არ ამოიღოს. ეს კონსტიტუციაში წერია”.


ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ინსტიტუტი მოქალაქეთა აქტიურობასა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ გზაა. გასაგებია, რომ ქვეყანას ჭირდება ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაგრამ…  აქვს კი ჩვენს საზოგადოებას შესაბამისი სამართლებრივი შეგნება, რომ ვინმეს დამნაშავეობის/უდანაშაულობის საკითხი გადაწყვიტოს?

„ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს ეგონათ, რომ სიმართლე მოკლეს, მაგრამ თქვენ ყველანი დარწმუნდით, რომ სიმართლე ცოცხალია“, – თავის ნახევარსაათიანი დასკვნითი სიტყვის ბრალდების მხარემ თითქმის 15-ჯერ გაიმეორა სიტყვები:  „თქვენ დარწმუნდით“.

„რა თქმა უნდა, სიმართლე ცოცხალია და ის ამ დარბაზში ზის“,- განაცხადა დაცვის მხარემ და ხელი დემეტრაშვილისაკენ გაიშვირა.

სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 2005 წელს მოსახლეობის დაახლოებით 35 პროცენტი უცხადებდა სასამართლოს ნდობას, 2011 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ნდობის მაჩვენებელი უკვე 72 პროცენტამდეა გაზრდილი. კვლევას არ ვენდობი, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუკი სასამართლო მართლაც დამოუკიდებელია,  მაშინ არ მესმის რა საჭიროა დამატებით 12 ნაფიც მსაჯულის შემოყვანა და თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რა გარანტია გვაქვს, რომ ნაფიც მსაჯულები იქნებიან მიუკერძოებელნი?!  აღარაფერს ვამბობს იმაზე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს.

და მაინც რა უნდა ვქნათ, თუკი ვერდიქტი დაუსაბუთებლად მიგვაჩნია? თუ აქამდე სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები ხელისუფლებას ბრალდებოდა ახლა „ხალხს“ დავაბრალოთ?

Advertisements
This entry was posted in სასამართლო and tagged . Bookmark the permalink.

2 Responses to ვერდიქტი

  1. ნინა ამბობს:

    may I? :p

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s