ბავშვები კარგად და ცუდად

გვანცა კორძახია 

ბოლო 2 კვირაა ვარდების რევოლუციის 8 წლის თავთან დაკავშირებით ქართულ ტელეარხებზე  იმის ამსახველი სარეკლამო მასალა ტრიალებს, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში და როგორ შეიცვალა ადამიანთა ყოფა. ყველაზე მეტად მე ერთ-ერთმა, დაახლოებით წუთნახევრიანმა რეკლამამ დამაფიქრა. თურმე, დღეს ბავშვები უფრო ბედნეირები არიან, ვიდრე ათი წლის წინ იყვნენ. იკლო ბავშვთა სიკვდილიანობამ და ცხოვრებაც უფრო გაუიოლდათ. აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, თანასწორები არიან სოციალური მდგომარეობის მიუხედავად და მათი წარმატება არა ფულზე, არამედ თავიანთ შრომაზეა დამოკიდებული – დაახლოებით ასეთი შინაარსისაა მაყურებლამდე ადვილად მოწოდებული სარეკლამო კლიპი. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ბავშვები (როგორც ამბობენ) უკეთეს პირობებში ყალიბდებიან.

არ არსებობს ორი აზრი იმაზე, რომ ნებისმიერ დროსა თუ ქყვეყანაში მოზარდები არათანაბარ პირობებში ცხოვრობენ, შესაბამისად განსხვავებულია მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ადამიანებისა და თუნდაც ერთმანეთის მიმართ. ბებიაჩემს ყოველთვის მოსწონდა სკოლაში  ფორმიანი მოსწავლეები. ამბობს ასე ერთმანეთს არ განასხვავებენ ვის როგორი ტანსაცმელი აცვიაო – ამ დროს ჩემი აზრები ორად იყოფა და პოლემიკაში არ ვებმევი, თუმცა ამ პოსტს სკოლის ფორმებზე სალაპარაკოდ არ ვწერ. მე უფრო მეტად ის ბავშვები მადარდებს, რომლებიც პირადად მეც და თქვენც, ვინც ამ პოსტს კითხულობთ, ძალიან ნერვებს უშლის – ე.წ. „ციგნები“ (ალბათ უფრო სწორი იქნება მათ ბოშებად თუ მოვიხსენიებთ).

ბოშები საკუთარ თავებს „რომას“ ან „სინტის“ უწოდებენ. მათი რიცხვი საბჭოთა კავშირში  175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა დახოცეს, დღეს დღეობით კი ბოშების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონს აღწევს. ვინაიდან და რადგანაც საქართველოც მსოფლიოს პატარა, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილია, ჩენთანაც მრავალდ (არაოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 750მდე) არიან ე.წ. ციგნები (საზოგადოებაში ამ სახელით უფრო გავრცელებულნი არიან), რომლებიც ისეთი სისწრაფით მრავლდებიან, რომ ხანდახან რუსთაველზე მათი ტევა აღარაა ხოლმე.

ისინი ჯგუფ-ჯგუფად დადიან და პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვთქვათ ადამიანებს ატერორებენ. რამდენიმე წლის წინ მათ შესახებ რეპორტაჟი ვნახე, სადაც პატარა გოგო ამბობს ძირითადად შეყვარებულ წყვილებთან მივდივართ, ბიჭს გოგოსი ერიდება და ფულს გვაძლევსო. სულ რაღაც ორიოდ დღის წინ კი ჩემს ნაცნობ ქალბატონს 30 ლარი თვალსა და ხელს შუა გასტაცეს. ესენი ძირითადად არასრულწლოვნები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომლებსაც ქუჩის და დანგრეული შენობების გარდა (ღამის გასათევად) ფაქტობრივად არაფერი უნახავთ (ფული კი ხანდახან ჩემზე და თქვენზე მეტი ნამდვილად აქვთ).

საინტერესოა, ვინ ზრუნავს იმ ჩვილ პატარაზე, რომელიც ერთი ქვეშაგისამარა ასფალტზე გდია და ბოლო ხმაზე ტირის? ბავშვების ეს კატეგორია შედის სახელმწიფოს მიერ დამზადებულ ვიდეორგოლში, სადაც ყველა ბავშვი ლაღად იცინის და ბედნიერია ცხოვრებით?

თავი რომ დავანებოთ დღისით, მზისით საჯარო ადგილზე აშკარა და დაუფარავ ტერორს ამ არასრულწლოვანი ჯგუფების მიერ, საინტერესოა, რატომ არავის, არც სამართალდამცველებს, არც მინისტრთა კაბინეტს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აღელვებს იმ ადამიანების ბედ-იღბალი, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობენ, ქუჩაში იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან? (ან აღელვებთ და ჯერ-ჯერობით ჩვენამდე არ მოსულა ეს ამბავი).

„მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, აშკარაა, რომ არსებული პოლიტიკა ბოშების პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობას ვერ უზრუნველყოფს,  რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბოშების იზოლირება არა მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობისგან,  არამედ დანარჩენი ეთნიკური უმცირესობებისგანაც“ – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში.

მიუხედავად ამდენი კითხვისა, მინდა პოსტის წერა ცოტა პოზიტიურად დავამთავრო და მქონდეს იმის წრმენა, რომ გვირაბის ბოლოს მათთვისაც გამოჩნდება პატარა სინათლე.

Advertisements

About Jood

Alex Photos Drums
This entry was posted in ბავშვები and tagged , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s