აუშენებელი შენობები

გვანცა კორძახია 

უკანასკნელი წლების განმავლობაში მთავრობის კუთვნილი შენობების დიდი ნაწილი სიმბოლურ ფასად მიეყიდათ იმ ინვესტორებს, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა ისინი რეალურ, მათთვის ღირებულ ფასად შეეძინათ. თბილისის მაცხოვრებლები თითქმის ყველა უბანში შეხვდებიან შენობებს, რომლებსაც სამშენებლო ბადეზე ლამაზი პროექტი აქვს მიხატული. მხოლოდ რუსთაველზე და კოსტავაზე ასეთი 5მდე შენობა აღმოვაჩინე. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ფოტოებს, იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს რა იმალება “პროექტების” უკან.

      

ეს ყოფილი “მერანის” შენობაა. ფოტოები მის გვერდზე მდებარე სახლის მესამე სართულიდან გადავიღე. იმ ოჯახმა, სადაც ვიყავი სიხარულით მიმიღო და მითხრა, დანგრევა რომ დაიწყეს, ხშირად მოგვყავდა ჟურნალისტები, იქნებ რამე გვეშველოსო, მაგრამ არა, ყოველი დღე ხმაურით იწყება და ღამდება ჩვენთვისო.

    

ყოფილი “მერანისაგან” განსხვავებით “იმელის” შენობასთან არ დამხვდა არც სამშენებლო ტექნიკა, არც ვინმე პასუხისმგებელი პირი, მხოლოდ რამდენიმე ავი ძაღლი დარბოდა ეზოში და შესვლის მცდელობისას მიღრენდნენ. რა გზა მქონდა, კოსტავასკენ ჩავუყევი რუსთაველის გამზირს, სადაც ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ასევე ყოფილი შენობა მეგულებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც მიტოვებული ძველი ნაგებობასავით დგას, ჩემდა გასაკვირად ფანჯრები თითქმის არ იყო ჩამტვრეული.

    

მათ, ვისაც ხშირად უწევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა, ასევე თამარ მეფის ხიდზე, აუცილებლად შეამჩნევდა ცირკის უკანა მხარეს, თითქმის ჩამონგრეულ მთას.. ეს “პარკ ჰაიათ თბილისია”.

    

როგორც ხედავთ, სხვა შენობებისაგან განსხვავებით, აქ საერთოდ არაფერი დგას, არც მშენებლები და არც ტექნიკა არაა მობილიზებული. როდის დამთავრდება/აშენდება თბილისში (და არამარტო) არსებული გაყიდული სასტუმროები თუ ბიზნეს ცენტრები, ამაზე პასუხი არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აქვთ.

Advertisements

About Jood

Alex Photos Drums
This entry was posted in საზოგადოება and tagged . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s