სიჩუმის ბოროტება – ეკომიგრანტები საქართველოში

შორენა ლათათია 

2011 წლის 23 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში სამი წლის ხატია ნაზღაიძე მდინარეში ჩავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ოჯახი სასწრაფოდ გასასახლებელთა სიაში იყო.

ხატია ნაზღაიძე, 2011 წელი (с) გიორგი კუპატაძე

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 144 მილიონი ადამიანი  ხდება ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლი და იცვლის  საცხოვრებელს, რაც   აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც  სახლებს ომისა და სხვა სახის სამხედრო მოქმედების მიზეზით ტოვებენ. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით კლიმატის ცვლილებების ფონზე 2050 წლისათვის ეკომიგრანტთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზრდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა, მათი განსახლების თანხები 2010–2011 წლების ბიუჯეტში საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. 

ვინ არიან ეკომიგრანტები?

სამწუხაროდ, ეკომიგრანტის (ეკოლოგიური მიზეზით ადგილნაცვალი პირის) განმარტება, სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არცერთ საერთაშორისო თუ ეროვნულ დოკუმენტებში არ გვხვდება.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით, სტიქიური მოვლენის ან ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის შედეგად იძულებული გადააგილებული პირებიც „დევნილის“ ცნებაში მოიაზრება.

მართალია, საქართველოსთვის ეს პრინციპები სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტი არ არის, მაგრამ იგი სახელმძღვანელო უნდა გახდეს სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან მასში ასახულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი პრინციპები.

პრაქტიკაში არსებული მიდგომები და ხარვეზები

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით,  პრაქტიკაში არსებობს სისტემა, რომელიც მეტ–ნაკლებად არეგულირებს ეკომიგრანტების კუთხით არსებულ პრობლემატიკას, თუმცა აღნიშნული სისტემა, სამართლებრივ დონეზე არ არის მოწესრიგებული.

სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარება, ძირითადად, სპონტანურად, ერთჯერადი ფულადი დახმარებით შემოიფარგლება. ასევე არ არსებობს ეკოლოგიური კატასტროფების პოტენციური მსხვერპლი მოსახლეობის წინასწარი შეტყობინების მექანიზმი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი მასაურა, 23.09.2008, 1:30

მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დამარხა

მსხვერპლი: ოჯახის 4 წევრი (მათ შორის, 1 მცირეწლოვანი ბავშვი)

რისკი საერთოდ არ ყოფილა შეფასებული.

მცხეთა-მთიანეთი, 2011 წელი  (с) IWPR

მცხეთა-მთიანეთი, 2011 წელი (с) გიორგი კუპატაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალა, 21.09.2008, 16:30

ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დამარხა

მსხვერპლი: 7 ადამიანი, მათ შორის, ოჯახის 6 წევრი (3 მცირეწლოვანი ბავშვი).

სახლს მინიჭებული ჰქონდა პირველი კატეგორის (დანგრეულის) სტატუსი, თუმცა ოჯახი  ნათესავებთან გადასვლაზე უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ სახლის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციას ვერ მიიღებდა.

მცხეთა-მთიანეთი, 2011 წელი (с) Giorgi Kupatadze

მცხეთა-მთიანეთი, 2011 წელი (с) გიორგი კუპატაძე

საქართველოში არსებული გეოეკოლოგიური მდგომარეობა

ამჟად საქართველოში არსებული გეოეკოლოგიური მდგომარეობას ექსპერტები აფასებენ, როგორც კრიზისულს. განსაკუთრებით გახშირებული სტიქიური მოვლენებია: მეწყერები, ღვარცოფები, გვალვები და წყალდიდობები.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სხვადასხვა ხარისხის საშიშროების რისკის არეალში მოექცა 3 ათასამდე დასახლება (დასახლების თითქმის 80%), 400 ათასამდე ოჯახი. მათგან სხვადასხვა დროს 50 ათასამდე ოჯახი გადაასახლეს. სტიქიური პროცესების შედეგად მიყენებული ზარალი კი წლიურად საშუალოოდ 150-200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი უკვე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის სალიკვიდაციო თანხები პრობლემების ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო დოზით აგვარებს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქცენტირება საპრევენციო ღონისძიებებზე გაკეთდეს, რომლის ხარჯების მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას.

სტიქიური მოვლენების გაშუქება საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ზემოთხსენებული მონაცემები ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სახიფათოა ბუნებრივი კატასტროფები. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა სისტემატიურად და სიღრმისეულად გააშუქოს.

ჩემი დაკვირვებით, საქართველოში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში უფრო მეტი ადგილი ეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგებელთა კომენტარებს. მართალია, სიუჟეტები, ძირითადად, ფაქტებზეა აგებული, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომენტარებიც მრავლად არის მოწოდებული, მაგრამ ამ ფაქტებს არასოდეს უკეთდება კრიტიკული ანალიზი.

ზედაპირულად, ზერელედ, არასიღრმისეულად და ზოგჯერ მიკერძოებულად გაშუქებული ტრაგედიები – ეს უკვე სიჩუმის ბოროტებაა.

Advertisements
This entry was posted in ეკომიგრანტები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to სიჩუმის ბოროტება – ეკომიგრანტები საქართველოში

  1. რა მძიმე წასაკითხია!!! და რას აკეთებს ან დროს ხელისუფლება?! ”ბათუმს?!” :/ უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s