მშვიდობა ჩემი უფლებაა!

გვანცა კორძახია

9 დეკემბერს ” თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით ლიტერატურული საღამო “მშვიდობა ჩვენი უფლებაა” გაიმართა. საღამო მიძღვნილი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ყოველ 10 დეკემბერს აღინიშნება.

ორგანიზატორების განმარტებით, მათ სურდათ ადამიანებს  დაენახათ, თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს ლიტერატურამ, რომელიც პოლიტიკისგან განსხვავებით ნეიტრალურია.

“ლიტერატურას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვერ აგვარებს პოლიტიკა. კარგი იქნება, თუ ხშირად გაიმართება ასეთი საღამოები, რომლებიც თავისთავად ზრდის ახალგაზრდების აქტივობას. მოვა დრო და ასეთი მშვიდობის გზავნილები იქნება ცხინვალშიც და ოსეთშიც. ახლანდელ დროში ლიტერატურა ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს” – განაცხადა ერთ-ერთმა მოწვეულმა ავტორმა გურამ ოდიშარიამ, რომლის წიგნი “დაბრუნება სოხუმში” 2002 წელს სოხუმის რამდენიმე საგაზეთო გამოცემაში დაიბეჭდა.

შეხვედრაზე მწერლებმა საკუთარი შემოქმედებიდან სამშვიდობო თემაზე შექმნილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები წაიკითხეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

საღამოზე, რომელიც საკმაოდ თბილ გარემოში შედგა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ლექსების კრებული “წერილები და მავთულხლართები” გადასცა.

მოწვეული სტუმრები იყვნენ  გურამ ოდიშარია,  რეზო გეთიაშვილი, შალვა ბაკურაძე, ირმა ტაველიძე, ირაკლი კაკაბაძე, პაატა შამუგია, ალეკო ცქიტიშვილი და თეა თოფურია, საღამოს მოდერატორი კი მაია ცირამუა.

“ადამიანის უფლებათა სახლი” მსგავსი ღონისძიებების გამართვას უახლოეს მომავალშიც გეგმავს.

ფოტოები 

Advertisements

About Jood

Alex Photos Drums
This entry was posted in საზოგადოება and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s