განრიდებისა და მედიაციის პროგრამა – შანსი არარსულწლოვნებისთვის

სალომე აჩბა

 2010 წლის ნოემბრიდან საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და სამტრედიაში) განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა.  ამ პროგრამის მიზანი  კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან  სრული გათავისუფლებაა.

პროგრამა ეხმარება მოზარდს, გააცნობიეროს ის ზიანირომელიც მან დაზარალებულს, საკუთარ თავს, ოჯახს, სკოლასა თუ საზოგადოებას მიაყენა. აქ აქცენტი კეთება მოზარდის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე  და არა თავად მოზარდზე – მიუღებელია მოზარდის მიერ ჩადენილი ქმედება და არა თავად მოზარდი

ნატო ზაზაშვილი, ფსიქოლოგი

ვისზე შეიძლება გავრცელდეს ეს პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, პროკურორს საშუალება აქვს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს ისეთი არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ასეთად ითვლება ის დანაშუალი, რომელიც 5 წელს ზემოთ სასჯელს არ ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პროგრამაში ჩართულმა არარსულწლოვანმა ჩადენილი დანაშული უნდა აღიაროს და დაზარალებულისთვის ჩადენილი ქმედებით მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს. 

პროცესის მიმდინარეობა

არარსულწლოვანის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს, რის შემდეგაც, ის არასრულწლოვანის საქმეს სოციალურ მუშაკს გადასცემს.

პროცესის დასაწყებად დაზარალებულის თანხმობა აუცილებელია  არ არის.

სოციალური მუშაკი ადგენს არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალურ პორტრეტს,  რის საფუძველზეც, განისაზღვრება ის პირობები, რომლის შესრულებაც პროგრამაში ჩართულ არარსულწლოვანს მოუწევს. შემუშავებულ პირობებს ხელს პროკურორი და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი აწერენ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთწელს არ უნდა აღემატებოდეს.

რა ვალდებულებები ეკისრება არასრულწლოვანს

პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანისთვის დაკისრებულ ვალდებულები ხელს უნდა უწყობდეს არარსულწლოვანის რესოციალიზაციას და მაქსიმალურად დადებითად უნდა მოქმედებდეს მასზე.

„ვალდებულებები სხვადასხვაგარია – საგანმანათლებლო კურსებზე, სპორტულ წრეებზე სიარული, რაიმე ხელობის დაუფლება, კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება, საზოგდოებისთვის სასარგებლო შრომა და სხვა. დაკისრებული ვალდებულებები მაქსიმალურადაა მორგებული თავად არასრულწლოვანის ინტერესებსა და უნარებზე. მაგალითად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი ძალიან კარგ ლექსებს წერდა და მას საკუთარი ლექსების ინტერნეტში განთავსება დაევალა“, –  მითხრა პროგრამის მედიატორმა თინანო ჯავახიშვილმა.

რა ხდება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში?

სოცმუშაკი აკვირდება არარსულწლოვანის მიერ ვალდებულებების ვადებში შესრულების პროცესს. თუკი მოზარდმა ვალდებულებები არ შეასრულა, ხელშეკრულება ავტომატურად უქმდება და საქმე კვლავ პროკურორს უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდს მოუწევს წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

ვინ არის მედიატორი?

თუ საქმეში დაზარალებულიც ფიგურირებს, პროცესში ერთვება მედიატორი, რომლის მოვალეობაც,  დაზარალებულსა და მოზარდს შორის კონსენსუსის მიღწევაა.

„მედიატორების ფუქნციაა არასრულწლოვანისა და დაზარალებული მხარის მომზადება და კონფერენციის ფორმატის შეხვედრის ორგანიზება. აქ არასრულწლოვანი და ის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრაზე, როგორც წესი, არარსულწლოვანი ბოდიშს უხდის დაზარალებს. დაზარალებულიც თავის სათქმელს ამბობს. ამ შეხვედრის წაყვანა სწორედ მედიატორს ევალება.  შეხვედრაზე დაზარალებულისა და არასრულწლოვანის გარდა, მონაწილეობს პროკურორი და სოცმუშაკი. თუკი დაზარალებულმა უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე, განრიდების პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება,  თუმცა მედიაცია არ შედგება.  მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის მონაწილეობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. იმ ადამიანთან პირისპირ შეხვედრა, ვისაც უშუალო ზიანი მიაყენა არარსულწლოვანმა თავისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, ძალიან პოზიტიურად მოქმედებს თავად არასრულწლოვანზე.  ეს პროცესი ეხმარება მას, უფრო კარგად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მედიატორები ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დაზარალებული მხარე დავითანხმოთ მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე“,- თინანო ჯავახიშვილი, პროგრამის მედიატორი.

აღსანიშნავია, რომ განრიდებული 74 არასრულწლოვანიდან დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ ერთმა გაიმეორა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმიცხადეს, ეს ფაქტი პროგრამის წარმატების მანიშნებელია.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2012 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში მითხრეს, პროგრამის გეოგრაფიული საზღვრების გაფართოების შემდეგ, შესაძლოა, ის მძიმე კატეგორიის დანაშაულზეც  გავრცელდეს.

Advertisements
This entry was posted in ბავშვები and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s