რამდენიმე სიტყვა “მსხვერპლთან ინტერვიურების ტექნიკაზე”

გვანცა კორძახია 

23 დეკემბერს “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა” 2011 წლისათვის ბოლო ტრეინინგი “მსხვერპლთან ინტერვიურების ტექნიკაზე” ჩაატარა. ვორქშოფი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თეორიული მეცადინეობის გარდა პრაქტიკულ სავარჯიშოებშიც მივიღეთ მონაწილეობა. მთელი დღის ერთად გატარება არათუ დამღლელი, პირიქით, არასაკმარისიც კი აღმოჩნდა ჩვენთვის. პირადად მე ამ შეხვედრიდან ყველაზე მეტად ერთ რამეს მივაქციე ყურადღება. ყველა ადამიანი ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ჟურნალისტს მხოლოდ ის ადარდებს გააკეთოს რაც შეიძლება კარგი და სკანდალური (თუ აქვს შესაძლებლობა) მასალა თუნდაც სხვების ხარჯზე. არ აქვს მისთვის მნიშვნელობა იმ ადამიანს ეტკინება თუ არა მომხდარის გახსენება ან უფრო მეტის თქმა სურს თუ არა საზოგადოებისთვის. ჩვენსას როცა მივიღებთ, უკვე ტრამვაგამოვლილ ადამიანებს ვტოვებთ ისე, რომ აღარ გვადარდებს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დავაყენოთ თავი მათ ადგილას. კარიერის გარდა არსებობს სხვა ღრებულებები, რაც პროფესიონალზმზე მიუთითებს. მე გამახსენდა დეილ კარნეგის რჩევები, როცა გვეუბნება რომც არ გეღიმებოდეთ გაიცინეთ, თავაზიანად დაელაპარაკეთ და მოუსმინეთ ადამიანს, ვისაც სურს რაიმე მოგითხროთ, ეს მხოლოდ თქვენ წაგადგებათ და გაგიღრმავებთ ურთიერთობებს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი არ აქცევს ესოდენ მარტივ სიტყვებს ყურადღებას.  ჟურნალისტები დაუნდობლები ვ(ხ)ართ!  საკმარისია გავიგოთ ვინმეს დაღუპვის/მკვლელობის/ავარიის და ა.შ. ამბავი, შვილმკვდარ დედას კამერით და მიკროფონით მივვარდებით: –  “ხომ ვერ მეტყვით, კონკრეტულად რა მოხდა აქ?” – მეტი რაღა უნდა მოხდეს ქალს ტირილის საშუალებასაც რომ არ ვაძლევთ!!! უხეშად რომ გვიშორებენ უკმაყოფილებას გამოვხატავთ და საზოგადოების დადანაშაულებას ვიწყებთ მაშინვე. მეც მომსვლია მსგავსი შეცდომები და თან ბევრჯერ, მაგრამ ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა “თუკი არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მუშაობ, მოთმინება გმართებს და ძალადობის გამოვლინებაზე უნდა ეცადო არაძალადობრივი მეთოდებით უპასუხო”. ძალადობა შობს ტრამვირებულ მსხვერპლს, ტრამვა პირდაპირ კავშირშია ფსიქიკის დაზიანებასთან, ეს უკანასკნელი კი ხშირად უარყოფითი დამოკიდებულებით გამოიხატება გარშემომყოფების მიმართ. მსხვერპლთან მუშაობა ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო და სათუთი რამ არამხოლოდ ჟურნალისტისათვის. აქ საჭიროა ყველაზე დიდი მოთმინებისა და კეთილგონიერების გამოჩენა, რათა მოვიმხროთ და განვიმტკიცოთ ადამიანთა ნდობა.

Advertisements

About Jood

Alex Photos Drums
This entry was posted in საზოგადოება. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s