აქცია “ვაჩუქოთ ახალი წელი ბავშვებს”

ალექს კედელაშვილი

18 იანვარს ადამიანის უფლებათა სახლის “ახალგაზრდული კლუბის” წევრები,  “კონსტიტუციის 42-ე მუხლისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად, ავჭალაში, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ.

შენობაში უკვე სამი წელია 15-მდე ოჯახია შესახლებული,  რომელთა ძირითად ნაწილს ბავშვები და ქალები შეადგენენ. ეს ოჯახები, პატარ-პატარა ოთახებში ცხოვრობენ. ისინი არ არიან დევნილები,  თუმცა ისეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს განეკუთვნებიან, რომელთაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ამიტომ ეს შენობა აქვთ გამოყოფილი. შენობა ამჟამად საპატრიარქოს ეკუთვნის. ოთახებში ბნელა, ცივა, არ აქვთ წყალი…თავს ჯართის შეგროვებით და ბავშვზე 20 ლარიანი სოციალური დახმარებით ირჩენენ.

ანი, საბა დარეჯანი და ფისუნია მიშკა : )

მცხოვრებლებმა სახელმწიფოს დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. იმის გამო, რომ ეს ოჯახები არც რომელიმე ინსტიტუციის ბაზაზე ირიცხებიან და არც დევნილები არიან, შენობის და მისი მობინადრეების შესახებ ცოტამ თუ იცის რაიმე. შესაბამისად, ისინი ხშირად სხვადასხვა ორგანიზაციების და კერძო სტრუქტურების მხრიდან გაწეული საქველმოქმედო აქტივობების მიღმაც რჩებიან. ამ ყველაფრის გამო 30-მდე ბავშვს, რომელთა ასაკიც სამი თვიდან 16 წლამდეა განსაკუთრებით მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.

ახალი წლის დღეებში, საქველმოქმედო აქციის – “ვაჩუქოთ ახალი წელი ბავშვებს” ჩატარების სურვილი გაგვიჩნდა, რომელიც მოგვიანებით 18 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით განვახორციელეთ.

ჩვენ რამდენიმე მათგანთან გასაუბრებაც მოვახერხეთ. 10 წლის ანის სურვილია მხატვარი გამოვიდეს.  ოთახის კედელი ნახატებით აქვს გაფორმებული და ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა უყვარს. “ეს ჩემი ბუნების მასწავლებელია, ძალიან მიყვარს. ეს ძაღლია და ვითომ პეპელა შეტყობინებას აძლევს, ეს სურათი ბუნებაა, ეს მე ვარ, ეს ჩემი დაა, ეს სახლია, ეს ეკლესია. ხატვა არავის უსწავლებია, ჩემით ვისწავლე”, – ასე გულმოდგინედ გაგვაცნო ანიმ საკუთარი ნახატები.

ანა 8 წლის დარეჯანთან, 4 წლის საბასთან, დედასთან, მამასთან, ფისუნია მიშკასთან და ძაღლ პაწკუსთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს, რომელიც შუაში ლურჯი პოლიეთილენის პარკით არის გაყოფილი. 

ანის ძმა, საბა, ბაღში დადის და საკუთარ მანქანაზე ოცნებობს. პატარა დარეჯანი კი ოცნებობს, რომ ყველა ადამიანი მეგობრობდეს ერთმანეთთან და ცუდად არ იქცეოდნენ. ასეთი კეთილი სურვილებით ჩვენ დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ადამიანის უფლებათა სახლის “ახალგაზრდული კლუბი” მომავალშიც გეგმავს ავჭალაში მცხოვრები ოჯახების მონახულებას. მანამდე კი მოხარულნი ვიქნებით, თუ ამ აქციას გაგრძელება მიეცემა და მასში სხვა მოხალისეებიც ჩაერთვებიან.

Advertisements
This entry was posted in ბავშვები and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s