კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRIDC) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე:

ადამიანის უფლებებიფოკუსი წამებაზე

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე, კერძოდ, წამებაზე.

განაცხადები მიიღება 2012 წლის 27 იანვრიდან 25 მაისამდე

ჯილდო დაწესებულია 5 ნომინაცისათვის:

  1.   საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი;
  2.   საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
  3.   საუკეთესო საგაზეთო ჟურნალისტური  გამოძიება;
  4.  საუკეთესო საგაზეთო სტატია;
  5.  საუკეთესო ბლოგ-პოსტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს.  სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ენაზე.

წარდგენილი მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2011 ან 2012 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ ჟურნალისტს გადაეცემა 700 ლარი ფულადი ჯილდო, ხოლო გამარჯვებული ბლოგ-პოსტის ავტორს – 500 ლარი.

დაჯილოება გაიმართება 2012 წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: +995 32 2148094 – ნინო ღვედაშვილი

+995 599 55 73 72 – თემურ რეხვიაშვილი:

ელ-ფოსტა: gcrt@gol.ge ან nino@hridc.org

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით


Advertisements
This entry was posted in კონკურსი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s