„საფარი“ ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე

თამთა ბელიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

Ana Jgenti

ოჯახური ძალადობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეშიც სერიოზულ პრობლემად რჩება. ამავე დროს, ეს არ არის მარტო ღარიბი და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნების პრობლემა. ძალადობის მსხვერპლი ადამიანები განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების კანონებით ისინი უფრო მეტად არიან დაცულნი.

ოჯახური თუ სხვა ტიპის ძალადობის აღმოფხვრაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. ხშირად ასეთი ტიპის ორგანიზაციები ერთიანდებიან და საერთაშორისო ქსელებს ქმნიან, რათა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ. სწორედ ასეთი გაერთიანებებია – The U.S. National Network To End Domestic Violence (www.nnedv.org) და Global Network of Women’s Shelters (www.gnws.org). მათი ორგანიზებით 27 თებერვლიდან 1 მარტამდე, ვაშინგტონში „ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენცია“ ჩატარდა. კონფერენციას 96 ქვეყნიდან 1600-მდე მონაწილე დაესწრო. კონფერენციაზე 280-ზე მეტი მომხსენებელი წარდგა, მათ შორის საქართველოდან – კავშირ „საფარის“ წარმომადგენელი ანა ჟღენტი, რომელიც ვაშინგტონში კონფერენციის სპონსორების (Avon, Allstate, Verizon) პროგრამული დაფინანსებით გაემგზავრა.

„ქალთა თავშესაფრების მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე“ 4 დღის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა თემები. მსგავსი შეხვედრებისა და დისკუსიების მთავარი მიზანი ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგისა თუ სხვა დანაშაულის მსხვერპლთა დახმარებაა. ასევე – ამ მიმართულებით სიახლეების, ყველაზე ეფექტური და აპრობირებული მეთოდების, სოციალური, იურიდიული თუ ფსიქო-სამედიცინო დახმარების გამოცდილების გაცვლა და გაზიარება.

კავშირ „საფარის“ წარმომადგენლის ანა ჟღენტი ერთსაათიანი მოხსენების თემა იყო „ომის ტრამვა და ოჯახში ძალადობა“. რა არის ფსიქო-ტრამვა, კონკრეტულად, რა გავლენას ახდენს ომის ტრამვა ოჯახში ძალადობაზე და თავის მხრივ, ძალადობა რა გავლენას ახდენს მსხვერპლზე – ამ საკითხებს შეეხო ანა ჟღენტის მოხსენება, სადაც მიმოხილული იყო საქართველოს ისტორია 90-იანი წლებიდან დღემდე. ანა ჟღენტმა ასევე ისაუბრა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქართველი ქალის საქმეზე, რომელიც 2008 წელს, აფეთქებების დროს, გორში იმყოფებოდა. ქართველმა მომხსენებელმა კონფერენციის მონაწილეებს ასევე უჩვენა სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – Speachless, 2008 წლის ომის თემაზე.

კავშირი „საფარი“ წლებია, მუშაობს ძალადობისა და წამების მსხვერპლთა პრობლემატიკაზე. ორგანიზაციას აქვს პატარა თავშესაფარი, სადაც დაზარალებულებს ეხმარებიან, როგორც სოციალური და ფსიქო-სამედიცინო კუთხით, ასევე იურიდიული კონსულტაციებითაც. თავშესაფრის მისამართი კონფიდენციალურია, რათა პაციენტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ანა ჟღენტის მოხსენების სუბიექტი გორელი ქალიც „საფარის“ დახმარებით სარგებლობდა.

ვაშინგტონში კონფერენციაზე ანა ჟღენტმა დამსწრეებს „საფარის“ გამოცდილება და სამუშაო მეთოდები გაუზიარა. შეხვედრებს ამავე სფეროში მომუშავე კაცებიც ესწრებოდნენ, რაც ანა ჟღენტის თქმით, იშვიათია. ამ შეხვედრებზე განიხილებოდა თემები, თუ როგორ შეიძლება მამაკაცთა ჩართვა ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ამ საკითხით დაინტერესება თუ უშუალო მონაწილეობა.

მე-2 საერთაშორისო კონფერენციას დანიის პრინცესა ესწრებოდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა პრობლემატიკით არის დაინტერესებული და რომელსაც აქვს საკუთარი ფონდი ქალთა დასახმარებლად. ერთ-ერთ შეხვედრაზე სიტყვით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც გამოვიდა. კონფერენცია დახურა Gloria Gaynor-მა ცნობილი ჰიტით I Will Survive.

Advertisements
This entry was posted in ბავშვები, დევნილები and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s