აურზაური არაფრის გამო – იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში, აზიზიეს მეჩეთი აშენდება

სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

აზიზიეს მეჩეთი

სულ ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახალი საიტი http://www.religirbi.info შექმნა (ეწვიეთ, საინტერესო საიტია). ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა ამ საიტისთვის სტატიების დაწერა შემომთავაზა. რა სკვირველია, დავთანხმდი… ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო საკითხი, რაზეც სტატიების დაწერა შეიძლება, სწორედ რელიგია და რელიგიური უმცირესობებია.

პირველივე თემა, რაზეც სტატიის დაწერა გადავწყვიტე, აზიზიეს მეჩეთის აშენების გარშემო შექმნილ ვნებათაღელვას შეეხებოდა. სტატიის წერის პროცესში ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე და მინდა ეს ადამიანის უფლებათა სახლის ბლოგის მკითხველსაც გავუზიარო.

ალბათ, იცით, რომ თურქულ-ქართული მოლაპარაკება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ, აჭარაში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში უკვე არსებული აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციის შესახებ, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ოფიციალურ დოკუმენტს მხარეები ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ.

ამ მოლაპარაკებებმა ქართული საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი, საქრთველოს საპატრიარქოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი კრიტიკის საგანი მოლაპარაკებების ის ნაწილი გახდა, სადაც ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, თუქრეთი ბათუმში აზიზიეს მეჩეთს ააშენებს.

რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთის სიტორიას, ის ბათუმში მე-19 საუკუნის 60-იანი წლებში, თურქეთის სულთან აბდულ აზიზის ბრძანებით აშენდა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯამე (იგივე მეჩეთი) მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. დღეს ძველი მეჩეთი აღარ არსებობს. მის ადგილზე საცხოვრებელი სახლები მდებარეობს.

როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, მეჩეთი ისტორიული მასალების საფუძველზე აღდგება, მშენებლობისთვის ტერიტორიას კი, ქართული მხარე შეარჩევს.
თავის მხირვ, საპატრიარქო ამ მოლაპარაკებებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის უკანონოა, რადგანაც მასში საპატრიარქო ჩართული არ ყოფილა. ამით კი, დაირღვა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული შეთანხმება.

ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებებით, სახელმწიფო არათუ არღვევს კონსტიტუციურ შეთანხმებას, არამედ პირიქით, იცავს მის მოთხოვნებს.

„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საპატრიარქოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები უკანონოა და დაირღვა კონსტიტუციური შეთანხმება. ამ მოლაპარაკებებით სახელმწიფო არათუ არღვევს, არამედ პირიქით, ასრულებს კონსტიტუციური შეთანხმების მოთხოვნას, რომელიც სქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, იზრუნოს საქართველოს ტერიტორიის მიღმა არსებულ ქართულ, კულტურულ, რელიგიურ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

კულტურის სამინისტრო უარყოფს საპატრიარქოს „ბრალდებას“ და აცხადებს, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების ყველა ეტაპზე ინფორმირებული იყო.

საპატრიარქო აცხადებს, რომ სახელმწიფოს ეს თემა სავაჭროდ არ უნდა გაეხადა და რომ თურქეთის მხარე ისედაც ვალდებული იყო მის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლები აღედგინა. საქართველოს ხელისუფლებას კი ამ მიზნით, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის უნდა მიემართა.

ამ საკითხზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბუბა კუდავა, ამბობს რომ იუნესკო, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძეგლების რესტავრაციასთან არაფერ კავშირშია, ის არ აწარმოებს რესტავრაციას, იუნესკო უბრალოდ აკვირდება რესტავრაციის პროცესს. იუნესკოში ძეგლის შეტანაზე განაცხადი კი იმ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, რომლის ტერიტორიაზეცაა ძეგლები. ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა თურქეთია.

რაც შეეხება იმას, რომ თურქული მხარე ისედაც ვალდებული იყო აღედგინა ქართული ძეგლები, ბუბა კუდავა ამბობს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გარდა ქართული ძგელებისა, უამრავი სხვა, ზოგადასაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლია და უნდა გვესმოდეს ის, რომ თურქეთის სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე ქართული ძეგლების რესტავრაცია პრიორიტეტული არ არის: „არ მესმის რატომ ვფიქრობთ, რომ თურქეთი მაინცდამაინც იმ ძეგლებს შეიტანს იუნესკოში, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შეიტანოს?!“ – ამბობს ბუბა კუდავა.

„თურქული ოკუპაციის სიმბოლო“ – ასე უწოდებს აზიზიეს მეჩეთს, ქართულ-თურქული მოლაპარაკებების მოწინააღმდეგე ადამიანების ნაწილი. არგუმენტად კი ის მოჰყავთ, რომ იმ დროს როცა აზიზიეს მეჩეთი აშენდა (19-ე საუკუნის 60-იანი წლები), აჭარა ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. ამ საკითხზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბუბა კუდავა ამბობს, რომ თუკი რუსების მიერ, საქართველოზე ბატონობის პერიოდში, აშენებულ ეკლესიებს არ ვუწოდებთ რუსული ოკუპაციის სიმბოლოს, გაუგებარია, რატომაა აზიზიეს მეჩეთი ოსმალეთის ბატონობის სიმბოლო.

ამ საკითხზე, საქართველოში მცხოვრებ ერთ-ერთ მუსლიმსაც ვესაუბრე (მისივე თხოვნით, მის ვინაობას ანონიმურად ვტოვებ). ჩემი რესპონდენტი თხოვნით მიმართავს ყველას, რომ როცა საუბარობენ მეჩეთზე, არ მოიხსენიონ ხოლმე ის რომელიმე ქვეყნის ოკუპაციის სმიბლოდ:

„ყველა სალოცავი უფლის სახლია, ყველა სალოცავი უფლის მოძღვრების სომბოლოდ შენდება და არა ოკოპაციის სიმბოლოდ,“ -ამბობს ჩემი რესპონდენტი, საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი მუსლიმი.

ასეა თუ ისე, ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების, ხოლო ახალციხეში, უკვე არსებული მეჩეთის რესტავრაციის საკითხი, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია. რეაბილიტაციის პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი სავარაუდოდ, მხარეების მიერ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

Advertisements
This entry was posted in რელიგიები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

One Response to აურზაური არაფრის გამო – იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში, აზიზიეს მეჩეთი აშენდება

  1. Tiko ამბობს:

    beqa mindiashvili ra eqpertia vergavige me, erti fariseveli adamiania
    rac sheexeba mechetis mshenblobas, me mesmis , rom axalcixeshi ukve arsebuli ahmedis mechetis restavracia moxdes magram axlis asheneba ratomaa aucilebeli is ver gavige, maseti principit istoriulad bevri adgili sheidzleba moidzebnos igive turqetis teritoriaze sadac qartuli eklesia-monasteri iyo da dges garkveuli mizezebisada gamo agaraa, mashin mogvces turqetma imis uflebac rom chvenc avashenot imave adgilebze eklesiebi,
    p.s. me artvli am mechetis ashenebas okupaciad , ubralod ver gavige principi – ratom?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s