Monthly Archives: მაისი 2012

მედიამონიტორინგმა ქართული მედიის პრობლემები გამოაჩინა

ალეკო ცქიტიშვილი,  humanrightshouse.org უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, არასრულწლოვანი რესპოდენტების იდენტიფიცირება, ძალოვანი უწყებების პოზიციებისა და ვერსიების გაზიარება, არაეთიკური ეპითეტები, არაკვალიფიციურობა და ზედაპირულობა – ეს არის ის ძირითადი დასკვნები, რაც საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემისა და ბეჭდური მედიის კვლევისას … Continue reading

Posted in მედია | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ვორქშოფი და სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად. ვორქშოფი ერთდღიანია და მისი მიზანია, მედიის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს ბუნებრივი კატასტროფებისა და ეკო-მიგრანტების გაშუქების სპეციფიკა. ვორქშოფის მეორე დღეს კი მოეწყობა სასწავლო ტური რეგიონში (კერძოდ – მლეთაში, დუშეთის … Continue reading

Posted in კონკურსი | Tagged , , | დატოვე კომენტარი

ბრძოლა ხეებთან – წესრიგის დაცვისა და განათლების სახელით

თეა თოფურია თბილისში  ხეების ჭრა გახშირდა. მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, ხეები გაიკაფა მოსკოვის პროსპექტზე, კიკვიძის  ბაღში, გამარჯვების პარკში, სულ ბოლოს კი ბარათაშვილის ქუჩაზე. ხეების გაკაფვის მიზეზი ზოგ შემთხვევაში პოლიციის შენობის მშენებლობა გახდა, გამარჯვების პარკში კი – ვიდეოთეკის. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

სტუდენტები იღვიძებენ

თამთა ბელიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი ბოლო დროს სტუდენტებმა საუნივერსიტეტო პრობლემები რამდენჯერმე გამოიტანეს სააშკარაოზე. გახშირდა საპროტესტო აქციები, შეხვედრები და ბრიფინგები უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების საზოგადოებისათვის გასაცნობად, მათ აღმოსაფხვრელად. სტუდენტები ვხედავთ, რომ უნივერსიტეტებში ვითარება მძიმეა. დღითიდღე იზრდება იმედგაცრუებული თუ სწავლაზე გულაცრუებული სტუდენტების … Continue reading

Posted in სტუდენტები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

როგორ ვუშველოთ პატიმარს, რომელიც თვეზე მეტია, შიმშილობს?!

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი პენიტენციური სისტემა საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოუგვარებელ პრობლემად. პრობლემად კი დავასახელებდი  სხვადასხვა ფორმის არასათანადო მოპყრობას და არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. დიდწილად სწორედ ამ მიზეზებით არის განპირობებული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსჯავრდებულთა სიკვდილიანობა. ადამიანის … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში“

ნინო ღვედაშვილი  პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღემდე 2 დღით ადრე Freedom House-მა ანგარიში გამოსცა, სადაც მსოფლიოში მედიის თავისუფლება შეაფასა. საქართველო ამ სიაში 52-ე ადგილზე მოხვდა და ნახევრად თავისუფალი მედიის სტატუსი შეინარჩუნა. სხვათა შორის, შარშანდელთან შედარებით, 3 ნაბიჯით დაშორდა 61-ე ადგილს, საიდანაც … Continue reading

Posted in საზოგადოება, უფლებადამცველები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი