სტუდენტები იღვიძებენ

თამთა ბელიაშვილი,

ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი

ბოლო დროს სტუდენტებმა საუნივერსიტეტო პრობლემები რამდენჯერმე გამოიტანეს სააშკარაოზე. გახშირდა საპროტესტო აქციები, შეხვედრები და ბრიფინგები უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების საზოგადოებისათვის გასაცნობად, მათ აღმოსაფხვრელად.

სტუდენტები ვხედავთ, რომ უნივერსიტეტებში ვითარება მძიმეა. დღითიდღე იზრდება იმედგაცრუებული თუ სწავლაზე გულაცრუებული სტუდენტების რაოდენობა. მიზეზები ბევრია და მრავალნაირი:  ქართულ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელოების დეფიციტი, ადმინისტრაციის უარი სტუდენტებისთვის ამა თუ იმ ღონისძიებისთვის აუდიტორიის გამოყოფაზე, სწავლის საფასურის უსაშველო სიძვირე, თვითმმართველობების თავგასულობა, პროტექცია, ცემა-ტყეპაც კი!..

სტუდენტების ნაწილმაც იფიქრა –  მიზანს ცალ-ცალკე ვერ მივაღწევთო და შექმნეს სტუდენტური მოძრაობები და ორგანიზაციები. ამ გზით ისინი ცდილობენ, დაიცვან სტუდენტთა უფლებები და ლეგიტიმური გზებით უზრუნველყონ ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც კანონიერად ერგებათ.

გარკვეული პრივილეგიებით მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის ლიდერები და აქტივისტები სარგებლობენ და სხვა სტუდენტს, ფაქტობრივად, უფლება არა აქვს, რამე მოითხოვოს.

არადა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტებს დიდი მხარდაჭერა აქვთ. იქ მათ სახელმწიფო ყველანაირად უწყობს ხელს, რათა მიიღონ შესაბამისი განათლება, იცხოვრონ საღ გარემოში და შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით იღვაწონ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

საქართველოში კი, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით ხდება – ვერც კარგ გარემოში ვცხოვრობთ და ვსწავლობთ, არც სწავლის საფასურის შესაბამისი განათლების დონე გვაქვს.

მე პირადად დავესწარი რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ორგანიზებულ საგამოძიებო ფილმის ჩვენებას და დისკუსიას.  გამიჩნდა იმედი, რომ სტუდენტები გამოიღვიძებენ და თვალებს გაახელენ, რათა კარგად დაინახონ მათ გარშემო არსებული არაჯანსაღი ვითარება.

ჩანს, რომ სტუდენტთა ნაწილში თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილი დიდია. თუმცა, ამ ნაწილს ჯერჯერობით აკლია ორგანიზებულობა და ბრძოლის გამოცდილება. გარდა ამისა, არსებობს ინერტულად განწყობილ სტუდენტთა საკმაოდ დიდი მასა და არშემდგარი სამოქალაქო საზოგადოება. საკუთარი საყოფაცხოვრებო პრობლემებით შემოფარგლულ ხალხს მგრძნობელობის უნარი აქვს წართმეული.

ახლახან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მორიგი არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ გამარჯვებამ და სტუდენტურ თვითმმართველობაში თითქმის ყველა ადგილის დაუფლებამ აჩვენა, რომ სტუდენტებს ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლი.

Advertisements
This entry was posted in სტუდენტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s