გაამაგრე გუდიაშვილი!

ნინო ღვედაშვილი

„მანიფესტი! როგორც მანიფესტი!“ – ამ სათაურით პირველი event-ი facebook-ზე 2011წლის მიწურულს მივიღე. მსგავსი ღონისძიებები და საპროტესტო აქციები 2012წელსაც გაგრძელდა. მოგვიანებით, facebook-ზე ჯგუფიც შეიქმნა სახელწოდებით- გაამაგრე. საკითხი ლადო გუდიაშვილის მოედანს ეხება, უფრო სწორად – მისი რეკონსტრუქციის, დანგრევის თუ გადაკეთების გეგმას.

ვინც გუდიშვილის მოედანზე არსებულ შენობებს შეხედავს, შეიძლება იფიქროს –
აბა, რა ქნან, უნდა დაანგრიონ, მაგის გამაგრება რანაირად შეიძლებაო, მაგრამ…

გუდიაშვილის მოედანი ერთადერთი ადგილიღაა ჩვენს დედაქალაქში, რომელსაც
ავთენტურობა ჯერ არ დაუკარგავს. თბილისის განახლების პროექტებს შეეწირა
ერეკლეს მოედანი, იერუსალიმის მოედანი, იმელის შენობა, „მერანის“ შენობა და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მთლიანად ქალაქებზე (სიღნაღი, მცხეთა, ქუთაისი…).

მანიფესტმა მხოლოდ დროებით გამოიღო შედეგი. 27 ივნისს გუდიაშვილის
2 ნომერში ისტორიული შენობების ნგრევა განახლდა. ნგრევის საფუძველი
თბილისის არქიტექტურის მიერ გაცემული ნებართვა გახდა, რომლის თანახმად,
შპს „ირაო მაგნატ გუდიაშვილს“ რეკონსტრუქციის, ადაპტაციისა და უძრავი ძეგლის ცვლილების უფლება მიეცა. „თბილისის ჰამქარის“ მტკიცებით, ნებართვა გაცემულია ურთიერთგამომრიცხავ სამუშაოებზე, რაზეც ისინი ახსნა-განმარტებას თბისლისის მერიის არქიტექტურის სამსახურს სთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის 2 ნომერში მდებარე „ლიტერატურული
საქართველოს“ რედაქციის შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს
მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ჩასატარებელი სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილითა და წინასწარ დამტკიცებული გეგმის თანახმად შეიძლება. თუმცა, რეალურად, კომპანია სამუშაოებს გეგმის გარეშე ახორციელებს.

ცოტა რამ ისტორიიდან

მოედანი მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის
მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გ. აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა
ქუჩების შესაყარზე.

XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების
ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წ. აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენ.
პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად.
აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ
ლერმონტოვს. საბჭოთა პერიოდში მოედანი ალავერდოვის სახელს ატარებდა.

გუდიაშვილის მოედანი იმითაც არის ისტორიულად საინტერესო, რომ ამ
მოედანზე იყო ცისკრის რედაქცია და ივანე კერესელიძის სახლშივე მომზადდა
პირველი ქართული სპექტკლი. მოკლედ, მოედანი არამარტო არქიტექტურული
თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ კულტურული მემკვიდრეობითაც.

რა ხდება დღეს

19 დეკემბრს ინტერნეტში გამოჩნდა გუდიაშვილის მოედნის განვითარების
პროექტი. საიტზე მითითებულია, რომ ავსტრიულმა კომპანია Zechner & Zechner-
მა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა თბილისში მულტიფუნქციური
პროექტის განვითარებისთვის. გუდიაშვილის მოედნის ბლოგი იუწყება, რომ
კონკურსის დამკვეთი არის კომპანია: IRAO Magnat Gudiashvili LLC, რომლის 50%
ჰოლანიურ “მაგნატ ინვესტმენტს” ეკუთვნის. დანარჩენი 50%ის მფლობელი კერძო
პირი გიორგი მაღრაძეა.

აღნიშნული პროექტი არაფრით შეესაბამება ძველი თბილისის იერსახეს. სოციალურ ქსელში შეშფოთებული კომენტარების შემდეგ, 20 დეკემბერს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა,  რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული კონკურსის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტში არაფერი იცოდნენ და მათ გუდიაშვილის მოედნის განვითარების სულ სხვა გეგმა აქვთ.

თუმცა, როგორც ჩანს, მოედანს უკვე კერძო მეპატრონე ყავს და მასთან
კონტრაქტი (არასრულყოფილი ვარიანტი) შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://www.scribd.com/doc/77155592/Gudiashvili-Square-Agreement-on-Sale. ამას
ადასტურებს ისიც, რომ ჯერ 20 მაისს, საბოლოოდ კი 27 ივნისს გუდიაშვილის 2
ნომერში მდებარე არქიტექტურული ძეგლის ნგრევა დაიწყო.

***

კონტრაქტში მითითებულია, რომ ინვესტორს აქვს უფლება, შეცვალოს წითელი
ხაზები, ქუჩათა ქსელი და შეუძლია, მიწისქვეშა ავტოფარეხი ააშენოს. სევე წერია,
რომ ფასადები თავიდან აშენდება აგურით, შიდა კედლები – ბლოკით, ეზოები კი
შეიცვლება.

ნათელია, რომ თავიდან აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ძეგლს უკვე აღარ წარმოადგენს და რომ შენარჩუნებული ფასადები არ არის
შენარჩუნებული ავთენტურობა. ფასადი არაფერია შინაარსის, შენობის, ეზოების,
ჩიხების გარეშე.

„თბილისის ჰამქარმა“ სარჩელით თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს
მაისშივე მიმართა, როდესაც „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციის შენობის ნგრევა დაიწყო (რაც დროებით შეჩერდა ორგანიზაციის და საზოგადოების პროტესტის შედეგად). თუმცა, როგორც „თბილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა თამარ ამაშუკელმა განაცხადა, 23 მაისს შეტანილ სარჩელზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s