აგვისტოს ომი – ვინ არის დამნაშავე?

ალეკო ცქიტიშვილი, http://humanrightshouse.org

4 წელი გავიდა 2008 წლისაგვისტოს კონფლიქტიდან. რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის – მშვიდობიანი მოქალაქეებისა. საქართველოში გაჩნდა ათასობით ახალი დევნილი და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ახლადოკუპირებული ტერიტორიები – ახალგორის რაიონისა და კოდორის ხეობის სახით. საქართველომ სრულიად დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებზეც, სადაც მანამდე ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები როგორღაც მაინც ახერხებდნენ ცხოვრებას.

საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას განსხვავებული პასუხი აქვს კითხვაზე – ვინ აგებს პასუხს აგვისტოს კონფლიქტის შედეგებზე? ამ კითხვაზე პასუხს საზოგადოება ელოდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიისაგან“, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მისიამ ანგარიში 2009 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. „ტალიავინის კომისიის დასკვნა“, როგორც ამ დოკუმენტს საზოგადოება უწოდებს, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს, როდესაც საუბარი ეხება მთავარ კითხვას – ვინ დაიწყო ომი?

ერთი მხრივ, ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით“. მეორე მხრივ, იქვე აღნიშნულია, რომ ომის დაწყების საკითხზე მსჯელობისას „ფოკუსირება მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე არ უნდა მოხდეს“ და რომ ასევე გასათვალისწინებელია ომამდე წლების წინ არსებული პერიოდი – ის მზარდი დაძაბულობა, რაც წინ უძღოდა შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას.

მისიის ანგარიშის კომენტირებისას საქართველოს მთავრობის მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველო არ ეთანხმება კომისიის დასკვნის ზოგიერთ ასპექტს. თუმცა, მთლიანობაში დოკუმენტი დადებითად შეაფასეს. დაახლოებით ასეთივე რეაქცია მოჰყვა დოკუმენტს რუსეთშიც და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაშიც. ტექსტიდან ვისაც რა მოსწონს, იმ ნაწილის ციტირებას ახდენს, თავიანთთვის საწინააღმდეგო ნაწილზე კი დუმილს ამჯობინებს.

საინტერესოა ისიც, რომ ანგარიშის გამოქვეყნებიდან 3 წლის თავზე ჯერ კიდევ არ არსებობს მისი ავტორიზებული ანუ ოფიციალური თარგმანი ქართულ ენაზე. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ დოკუმენტის ოფიციალური თარგმანის შესახებ მათ ინფორმაცია არა აქვთ და ოფისი საჭიროებისამებრ ინგლისურენოვან დედანს იყენებს. ინტერნეტში ქართულ ენაზე „ტალიავინის კომისიის დასკვნის“ მხოლოდ არაოფიციალურ და არასრულ თარგმანს მივაკვლიეთ, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს ეკუთვნის. საყურადღებოა, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ოფიციალური თარგმანი არც რუსულ ენაზე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობები საქართველოშიც და რუსეთშიც მრავალმინიონიან პროექტებს აფინანსებენ, აქამდე რატომღაც 1000 გვერდის თარგმნა ვერ მოხერხდა.

შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ, წინასაარჩევნო დებატებისას, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის ომის დაწყების თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეს საჯარო პრესკონფერენციაზე ტალიავინის დაკვნის ის ნაწილი გაიმეორა, სადაც ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით. ამ ფრაზის გამო ივანიშვილს ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა რისხვა დაატყდა თავს. ხოლო რამდენიმე დღის წინ შიდა ქართლის რეგიონის სოფელ კარალეთში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ამბობენ, რომ ოთხი წლის წინ საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი, „არ უყვართ საქართელო“.

ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო არენაზე მინავლდა დისკუსია თემაზე – ვინ დაიწყო ომი და ვინ აგებს პასუხს ასობით ადამიანის სიკვდილზე. ამიტომ საქართველოში საზოგადოებას არა აქვს განცდა, რომ ამ კითხვას ოდესმე ზუსტი პასუხი გაეცემა და კონკრეტული დამნაშავეებიც დაისჯებიან, იმისდა მიუხედავად, თუ რა თანამდებობას და გავლენას ფლობენ ისინი დღეს. თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები იმედით ელიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც  აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ინფორმაცია გროვდება.

საქართველოში ჩადენილი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“,– ასეთი სათაურით გაავრცელა პრეს-რელიზი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2010 წლის 25 ივნისს, – „სასამართლოს პოტენციურად აქვს იურისდიქცია იმ დანაშაულებზე, რომლებიც როგორც ამტკიცებენ, საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი და სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს, მათ შორის: სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილება, მშვიდობისმყოფელების მკვლელობები და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები“.

ბედად, საქართველორომის სტატუტის  ხელმომწერი სახელმწიფოა და მასზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება.რომისსტატუტიწარმოადგენსგარანტიას, რომდაუსჯელობადასრულდება“, – ამბობს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი მარენო ოკამპო ჰააგიდან, – სახელმწიფოებსგააჩნიათპირველადივალდებულება, გამოიძიონდადასაჯონდამნაშავეები; სისხლისსამართლისსაერთაშორისოსასამართლოსაქმეშიმხოლოდმაშინერთვება, როცაშიდასახელმწიფოებრივდონეზეარხორციელდებასაქმისუტყუარიგამოძიება“. 

2010-2011 წლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთა ვიზიტები საქართველოში და მთავრობის წევრებთან ინტერვიუები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა წინასწარ მოკვლევას, რითაც პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას – შესწევს თუ არა საქართველოს სახელმწიფოს  „შიდასახელმწიფოებრივ დონეზე განახორციელოს საქმის უტყუარი გამოძიება?“ სასამართლოს წარმომადგენლებს ასევე სისტემატური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც თავის მხრივ, 2010 წელს შექმნეს „კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“.

2011 წლის 23 მაისს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გაავრცელა ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ სათაურით – „არ შეუძლია თუ არ უნდა? არასრულყოფილიგამოძიება 2008 წლისრუსეთსაქართველოსომისდროსდაშემდეგჩადენილდანაშაულებზე“.მასში ნათქვამია:უამრავიმოწმისადასავარაუდოდანაშაულებისმსხვერპლთაინტერვიუებზედაყრდნობით, ნორვეგიისჰელსინკისკომიტეტიასკვნის, რომსაქართველოსხელსუფლებასარცუნარიდაარცსურვილიარგააჩნია, ჩაატაროსეფექტურიგამოძიებაიმდანაშაულებისდასადგენად, რომლებიცსაერთაშორისოსისხლისსამართლისსასამართლოსიურისდიქციაშიშედისდარომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილიიყო 2008 წლისაგვისტოსომისდროსდაშემდეგ.

უფლებადამცველები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან უფრო აქტიურ ქმედებებს ელიან. არსებულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგები 4 წლის შემდეგაც არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი. 26 000 იძულებით გადაადგილებული პირი გეტოს ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემით.  მათი გამოძევება მშობლიური საცხოვრებელი ადგილებიდან, იგივე ტალიავინის დასკვნით, ეთნიკურ წმენდად არის შეფასებული. არანაკლებ სერიოზული პრობლემაა „ომის საჩუქრები“ – ნაღმები.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ცნობით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში მოსახლეობა ასაფეთქებელ მოწყობილობებს დღემდე ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ 2008-2009 წლებში შიდა ქართლის რეგიონის 22 სოფელში საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია  The HALO Trust” განაღმვით სამუშაოები ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში იპოვეს და გააუვნებელყვეს 1706 კასეტური ბომბი, 2031 სხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი აქტიურად ადევნებს თვალყურს კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებულ სიტუაციას. ვცდილობთ, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას. ამ თემაზე ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შიდა ქართლის ტერიტორიაზე დარჩენილ აუფეთქებელ საბრძოლო მასალებს შეეხებოდა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ტერიტორია ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან გაიწმინდა, მაგრამ არ დასრულებულა მიწების ხარისხის კონტროლი. ჩვენ ასევე, თვალყურს ვადევნებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, რომლის ბოლო შეხვედრაზეც გადაწყდა, რომ შიდა ქართლის ცალკეულ სოფლებში განაღმვითი სამუშაოები აღდგება“, – ამბობს IWPR-ის წარმომადგენელი შორენა ლათათია.

მართალია, განვლილმა წლებმა საზოგადოებაში შიში და ემოციები დააცხრო, მაგრამ აგვისტოს ხუთდღიანი ომის ჭრილობები ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული. ხელისუფლებამ კონფლიქტიდან 4 წლის თავზე ხსოვნის კვირეული გამოაცხადა. ამ პერიოდში, ოპოზიციასთან შეთანხმებით, შეჩერდა წინასაარჩევნო კამპანია. ხსოვნის კვირეულის წინ კი, დნმ-ის ანალიზის შედეგად, 4 წლის წინ დაღუპული ორი ჯარისკაცის იდენტიფიცირება მოხდა. უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი და სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ  დაკარგულად ითვლებოდნენ. უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცები, რომელთა ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია, კიდევ არიან. მათი ოჯახის წევრთა უსასრულო მოლოდინი კვლავ აქტუალურს ტოვებს კითხვას – ვინ არის დამნაშავე?

ორიგინალი

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s