მეფემ არაფერი იცოდა!

შორენა ლათათია

სადიზმი, წამება, დამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობა აი, თურმე რა ხდებოდა გლდანის მე-8 საპყრობილეში. “თურმე” – იმიტომ, რომ გავრცელებული ვიდეოების შემდეგ ხელისუფლებაზე „გაოცებული“ და დაბნეული ადამიანები, იმ პერიოდში დედამიწის ზურგზე ძნელად მოსაძებნი იქნებოდა.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სწორედ ამ ხელისუფლებას, უკვე 9 წელია, უშედეგოდ უკირკიტებს სახალხო დამცველი პენიტენციალური სისტემა თავზე გენგრევათო და ალბათ, სამყაროში არ არსებობს სხვა ხელისუფლება, რომელსაც ამდენი წელი დასჭირვებოდა ამ მარტივი ფრაზის გასაგონად.

ხო, საქართველოს საპატრიარქოც შეშფოთდა, „თურმე“ არც იმათ სცოდნიათ, სამაგიეროდ სმენიათ, რომ მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება!

მე კი ასეთი ქვეყნ-ებ-ი არ მახსენდება, სამაგიეროდ, მახსენდება საპატრიარქოს მიერ დაჯილდოებული როლანდ ახალია. ეს უკანასკნელი იმ ბიჭების მამაა, რომელმაც ქურდებთა ცოცხებით ბრძოლის აწ უკვე ყველასათვის ცნობილი მეთოდი დანერგა.
მაგრამ სანამ ახალაია ხელში ცოცხს აიღებდა, გამოვიდა პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს გვამცნო – დღეიდან ქურდებს ნულოვან ტოლერანტობას ვუცხადებთო.
„ქურდებს რა?“- გაიხსენეთ რა სიტყვებით ხდებოდა არასრულწლოვნების წამება.
გვიღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ასეთი უსაფრთხოება, სხვისი და სხვისი შვილების ცოცხითა და ხელკეტით გაუპატიურებად?!

ქურდები ყოველთვის იქნებიან, ზოგი მოიპარავს, ზოგი არა. სახელმწიფოს მოვალეობა ქურდულ მენტალიტეტთან კი არა ქურდებთან ბრძოლა!

ეს კადრები თურმე, საზოგადოებასაც გვჭირდებოდა, რომ გამოვფხიზლებულიყავით.
ქუჩაში ახლა სტუდენტები დგანან, ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც 8 წლის განმავლობაში დუმდნენ.

აი, საპარლამენტო უმრავლესობას კი მაინც ვერაფერი ეშველა. ისინი ისევ მთავრობის „გამპრავებლებლად“ რჩებიან. არც ერთი ფსიქოლოგი (თუკი მმართველი გუნდის სულიერი ძმა არ არის) საპარლამენტო უმრავლესობისა და მათთან დაახლოებული პირების რეაქციას მომხდარზე ნორმალურად და ჩვეულებრივად არ ჩათვლის.

როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს იმ ჭეშმარიტების სერიოზულად შეხსენება კიდევ სჭირდება, რომ სამყაროში ყველაზე ფასეული სწორედ ადამიანია!

ერთია, როცა პატიმრებს ამცირებდნენ და აუპატიურებდნენ და მეორეა, როცა ამ დამცირებული და შეურაცხყოფილი ხალხის გამოსწორება არ ხდება, რადგან არც ციხის შიგნით და არც ციხის გარეთ ისინი სამართალს ვერ ხდავენ.

და ვინმე კითხულობს, სად არის სამართალი?! სამართალი რა ხანია გარდასულ დროებას ჩაბარდა და ხილული სახით მისი ნახვა მთავრობის ცვილის ფიგურათა მუზეუმში თუ შეიძლება.

მეფემ კი, რა თქმა უნდა, არაფერი იცის!

Advertisements
This entry was posted in გამოხატვის თავისუფლება, სტუდენტები, უფლებადამცველები, წამება and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s