ვორქშოფი და სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის

დევნილთა სამართლებრივი და ფსიქოსოციალური პრობლემები

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორქშოფსა და სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად.

ვორქშოფი ერთდღიანია და მისი მიზანია, მედიის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს დევნილთა სამართლებრივი და ფსიქოსოციალური პრობლემების გაშუქების სპეციფიკა. ვორქშოფის მეორე დღეს კი მოეწყობა სასწავლო ტური დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, რათა გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები წინა დღით თეორიულად მიღებულ ცოდნაში და მოახდინონ თემის გაშუქება თავიან მედიასაშუალებებში.

ვორქშოფს გაუძღვებიან: რუსუდან მჭედლიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და სოფო ტაბაღუა, კავშირი „საფარი“.

რეგიონებიდან ჩამოსულ პირებს, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტის ხარჯები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  mediacentre.hrht@gmail.com

ვორქშოფი ჩატარდება 2012 წლის 4 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ხოლო სასწავლო ტური მოეწყობა 5 დეკემბერს.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2012 წლის 28 ნოემბერი, 18:00 სთ.

საკონტაქტო პირი: მედიაცენტრის კოორდინატორი – ალეკო ცქიტიშვილი, ტელ.: 599 906094 ან 32 2 30 77 66

19.11.12.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s