ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის პრემიერა – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში

26 reliziდღეს 16.00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპრეზენტაციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს პრემიერას ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმისა „პოლიტემიგრანტის ისტორია“.

ემიგრაციაში მყოფმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ თავისი ახალი ნამუშევარი ტელეკომპანია „მზერას“ მხარდაჭერით მოამზადა.

ფილმი ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრისა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გაუჩინარებისა და საქმის გამოძიების უცნობ დეტალებზე მოგვითხრობს. კერძოდ, მასში ასახულია, როგორ ცდილობდა „უჩინარი ხელი“, ლევან კალაძის საქმის გამომძიებლები სწორ კვალს ასცდენოდნენ, რატომ დააპატიმრეს გამომძიებელი ბათუ საღინაძე და როგორ „გახსნა“ ვანო მერაბიშვილის უწყებამ ერთი და იგივე საქმე ორჯერ თვალშისაცემი დარღვევებით.

ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის საპრემიერო ჩვენების ორგანიზატორია ადამიანის უფლებათა ცენტრი.

მისამართი: თბილისი, ქანთარიას 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

(ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარი ტერიტორია)

საკონტაქტო პირი: 599 90 60 94 – ალეკო ცქიტიშვილი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრი

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s