ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი შეშფოთებულია აზერბაიჯანში უფლებადამცველთა დაკავების გამო

imageადამიანის უფლებათა სახლის ქსელი გმობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უფლებადამცველების დაპატიმრების ფაქტს.

2013 წლის 26 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ასობით ადამიანმა აქცია გამართა ისმაილის ცენტრალურ ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად.

აქციის დაახლოებით 40 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ცნობილი ბლოგერი ემინ მილი, უფლებადამცველი მალაჰათ ნასიბოვა, უფლებადამცველი ადვოკატი ინტიგამ ალიევი და ასევე საგამოძიებო ჟურნალისტი ხადია ისმაილოვა.

ინტეგამ ალიევი, ხადია ისმაილოვა და მალაჰათ ნასიბოვა 4-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, ემინ მილის კი 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ ადამიანების დაკავება მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აზერბაიჯანში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში; რეზოლუცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, შეეწყვიტა თავდასხმა და ძალადობა უფლებდამცველებზე. მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებიდან ცნობილი უფლებადამცველების გამორჩევით და გამიზნულად დაკავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ისინი დაკავებას იყენებენ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დასასჯელად, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები ევროსაბჭოში გააჟღერეს.

ამ მოვლენებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://humanrightshouse.org/Articles/19029.html.

ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი (HRHF) გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრებას, მათ შორის – უფლებადამცველების დაკავებას ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ 26 იანვარს დაკავებული უფლებადამცველი, ემინ მილი, რომელიც ამ დრომდე რჩება საპატიმროში; ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მოითხოვონ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების, მათ შორის – უფლებადამცველების დასჯის შეწყვეტა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრი

Advertisements
This entry was posted in გამოხატვის თავისუფლება, უფლებადამცველები, შეკრების თავისუფლება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s