თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადება შშმ პირების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით

163410_176649515692138_3040187_nთბილისი, 31 იანვარი, 2013

„ადამიანის უფლებათა სახლი“

მელიტონ ქანთარიას 11ა

თბილისი, საქართველო

ტელ: (+ 995 32) 214 80 94

www.humanrightshouse.org

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლი განცხადებას ავრცელებს და შშმ პირთა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციისთვის ქალაქის რეკონსტრუქციის პროცესში მათი საჭიროებების გათვალისწინების მოთხოვნით გამოდის.

მცირე ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა სახლის და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დაცვის ქვეშ მყოფმა მოქალაქემ „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა კობა ნადირაძემ სასამართლო დარბაზამდე მისვლა და სხდომაზე საკუთარი უფლებების დასაცავად დასწრება შენობის არაადაპტირებულობის გამო ვერ მოახერხა.

კობა ნადირაძე, რომელიც ბავშვობიდან ეტლით გადაადგილდება 2009 წლის 23 მაისს მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს და მიუთითეს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა აღნიშნული ვერ დაადასტურა შემოწმებისას გამოყენებულმა ალკოტესტმა. კობა ნადირაძის მოთხოვნას, მომხდარიყო მისი შემოწმება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პატრულის თანამშრომლებმა უარით უპასუხეს, ამის მიზეზად კი დაასახელეს თავად ექსპერტიზის ბიუროს შენობის შაუსაბამობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისთვის. აღნიშნულის გამო, კობა ნადირაძემ ვერ გაიარა საექსპერტო შემოწმება სიმთვრალის დასადგენად, რაც მისი დაჯარიმების მიზეზი გახდა. მან მძიმე მატერიალური პირობების გამო ვერ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, რაზეც დაერიცხა საურავი და საბოლოოდ ჩამოერთვა მართვის უფლება.

ადამიანის უფლებათა სახლის დაცვის ქვეშ მყოფი კობა ნადირაძის შემთხვევა, რომელმაც ჯერ ექსპერტიზის ეროვნილ ბიუროში, ხოლო შემდეგ სასამართლო პროცესზე მისვლა ვერ მოახერხა, საკუთარი უფლებების დასაცავად მხოლოდ ერთია იმ მრავალრიცხვოვან პრობლემებს შორის, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დგებიან ყოველდღიურად. გარემოს  მათი მდგომარეობისთვის შესატყვისი ადაპტირების არარსებობის გამო, ისინი მოკლებულნი არიან ღირსეული ცხოვრებისა და საქმიანობის პირობებს და მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ზომები ჯერაც არ არის მიღებული. დედაქალაქის მერიისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო კი ზიანი არაერთი შშმ პირის კანონიერ ინტერესებს მიადგა.

ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს პოზიტიური ვალდებულებების შესრულებით ქალაქის მუნიციპალიტეტმა მოახდინოს ადმინისტრაციულ შენობათა, ტრანსპორტის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ადაპტირება, როგორც ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვითაა გათვალისწინებული.

სახელმწიფო ორგანოები, კერძოდ კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მიიღოს ზომები და შეექმნას შესაბამისი პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რათა მათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, კობა ნადირაძეს, დაუბრკოლებლად შესძლებოდა ესარგებლა შენობა-ნაგებობებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქუჩებითა და სხვა საშუალებებით.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განეკუთვნება ადმინისტრაციულ დაწესებულებას, ის ახორციელებს საჯარო სერვისებს. ამგვარად სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები, კერძოდ ქ. თბილისის მერია, ვალდებული იყო, ეზრუნა ამ დაწესებულებების შენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე.

შშმ პირთა შესახებ კონვენცია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კოვენცია კრძალავას დისკრიმინაციას და მოითხოვს, რომ ყოველ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში როგორც საზოგადოების სრულყოფილი წევრები.

ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, დაწესებულებები და ორგანიზაციები ვალდებულნი არიან შშმ პირებს შენობებში თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების საშუალებები შეუქმნან. კანონის თანახმად, მშენებლობა და რეკონსტრუქცია დაუშვებელია, თუ ეს ობიექტები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

ადამიანის უფლებათა სახლი მიმართავს თბილისის მერიას მხედველობაში მიიღოს ზემოაღნიშნული გარემოებები და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, ქალაქის რეკონსტრუქციის პროცესში გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზედამხედველობა გაუწიოს თბილისში არსებული გარემოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტაციას (ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები, კაფე-რესტორნები, გასართობი ცენტრები, დასასვენებელი პარკები და სხვა აუცილებელი საჭიროების ობიექტები).

ადამიანის უფლებათა სახლი ასევე მოითხოვს, დედაქალაქის მერიამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.

Advertisements
This entry was posted in უმცირესობები and tagged . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s