როგორ ცხოვრობს რეპატრირებული მესხი ოჯახი სოფელ აბასთუმანში

სალომე  აჩბა

მესხი რეპატირებულების, ყურაძეების ოჯახი ისტორიულ სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იან წლებში დაუბრუნდა. ისინი  ოზურგეთში ჩაასახლეს. თუმცა, მათი მშობლიური მხარე აბასთუმანია. შარშან მათ ოზურგეთიდან აბასთუმანში გადმოსვლა გადაწყვიტეს და მას შემდეგ იქ ცხოვრობენ.

საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი მესხები 1944 წელს იძულებითი დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ. ისინი, სტალინის გადაწყვეტილებით, იძულებით აყარეს თავიანთი სახლებიდან და პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით შუა აზიის გზას  გაუყენეს.

1999 წელს, მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მესხების  რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა. საქართველოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები შეძლებდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფოს 5 841 მესხმა ოჯახმა მიმართა.  სტატუსის მინიჭების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

დღესდღეობით, რეპატრიანტის სტატუსი 600-ამდე ადამიანს აქვს მიღებული. მოგვიანებით ისინი, საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.

მესხი რეპატრირებულების, ყურაძეების სახლი სოფელ აბასთუმანში

მესხი რეპატრირებულების, ყურაძეების სახლი სოფელ აბასთუმანში

ყურაძეების ოჯახი

ყურაძეების ოჯახი

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი

მთელი ოჯახი, საღამოობით ამ პატარა ტელევიზორის წინ იკრიბება ხოლმე

მთელი ოჯახი, საღამოობით ამ პატარა ტელევიზორის წინ იკრიბება ხოლმე

ოჯახის დიასახლისი - გულო მურსალობა

ოჯახის დიასახლისი – გულო მურსალოვა

ოჯახის უფროს- 76 წლის ალიხან ყურაძე

ოჯახის უფროსი – 76 წლის ალიხან ყურაძე

ქალბატონი გულო ფოტოალბომს გვათვალიერებინებს

ქალბატონი გულო ფოტოალბომს გვათვალიერებინებს

ახლომახლო მეჩეთისა და სამლოცველოს არარსებობის გამო, რეპატირებულ ოჯახებს შინ ლოცვა უწევთ.

ახლომახლო მეჩეთისა და სამლოცველოს არარსებობის გამო, რეპატირებულ ოჯახებს შინ ლოცვა უწევთ.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, ალიხან ყურაძის პენსია და მიწის დამუშავებაა. თუმცა, ოჯახის უფროსის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ ტრაქტორის მართვა უკვე აღარ შეუძლია. ოჯახი მის გაყიდვას გეგმავს.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, ალიხან ყურაძის პენსია და მიწის დამუშავებაა. თუმცა, ოჯახის უფროსის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ ტრაქტორის მართვა უკვე აღარ შეუძლია. ოჯახი მის გაყიდვას გეგმავს.

12 წლის ფრიდონი.

12 წლის ფრიდონი.

Advertisements
This entry was posted in რეპატრირებულები and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s