წამების მსხვერპლ მსჯავრდებულს ვადაზე ადრე განთავისუფლება ეკუთვნის

25 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის  („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს“) ფარგლებში.

 ნესტან ლონდარიძე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. ზაზა აზარიაშვილს, რომელიც სამი ტომარა ცემენტის ყაჩაღური გზით მოპოვებისთვის არის გასამართლებული, აღენიშნება მძიმე დაავადებები, რის გამოც, საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება. ამასთანავე, მსჯავრდებული წამების მსხვერპლია.

 პატიმრის ოჯახის ცნობით, ზაზა აზარიაშვილის წამების მიზეზი გახდა საპატიმროში უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმა, როცა მას პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას ფიზიკური ლიკვიდაცია დაავალეს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ამას ადასტურებს თავად ვახტანგ მაისაიაც, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

 „პატიმრობის შესახებ“ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლებას ავადმყოფობის  ან  ხანდაზმულობის  გამო. ამავე  მუხლის მე-2 ნაწილში კი მოცემულია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც პატიმარს სასჯელის მოხდისგან  ათავისუფლებს. აზარიაშვილს ამ ნუსხაში ჩამოთვლილი რამდენიმე დაავადება აწუხებს.

 პრესკონფერენციას დაესწრება ზაზა  აზარიაშვილის და, ასევე  –  ვახტანგ მაისაია, რომელიც მედიას მსჯავრდებულის წამებასთან დაკავშირებით მიაწვდის   ინფორმაციას.

 პროექტს „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს” ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

Advertisements
This entry was posted in სამართალი, სასამართლო, წამება and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s