გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე თბილისში

HRHTbilisieng26 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები – წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი „საფარი“, ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი კავკასია და მედიის ინსტიტუტი აღნიშნავენ გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

26 ივნისს, 12:00 სთ-ზე მშვიდობის ხიდზე გაიმართება აქცია წამების თემაზე. უფლებადამცველები და აქციის მონაწილეები მშვიდობის ხიდიდან მესიჯებს გაატანენ წყალს, რომელშიც საკუთარ ემოციებს, განცდებს, პოზიციას დააფიქსირებენ წამების იმ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებამ გასული წლის სექტმებერში იხილა.

აქციის მთავარი მიზანია, მიაწოდოს ხელისუფლებას ის მესიჯი, რომ საზოგადოებას სურს წყალს გაატანოს ის რაც განიცადა წამებსი ფაქტების ნახვისას, დააფიქსიროს რომ გვახსოვს ეს ყველაფერი, შეახსენოს ხელისუფლებას, რომ ფხიზლად ვარ და მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ  დაუშვას  მომავალში.

გთხოვთ, შემოგვიერთდით!

საერთაშორისო საზოგადოების მიერ თითოეული ადამიანის უფლება – არ დაექვემდებაროს წამებას – აღიარებულია, როგორც აბსოლუტური უფლება და მასში ჩარევა არ შეიძლება გამართლებული იყოს, თუნდაც – ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოებრივი აუცილებლობით და ფორსმაჟორული  სიტუაციით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 30  77  66

Advertisements
This entry was posted in გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, წამება and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s