ადამიანის უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულ გია ალავიძის საქმის შესწავლას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავდებულ გია ალავიძის ინტერესებს. მსჯავდებულამჟამად სასჯელს იხდის N 9 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის II და  IV ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, სასამართლო განაჩენით, მიესაჯა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გია ალავიძე იმ სკანდალური ვიდეოკადრების ავტორია, რომელიც 2009 წლის 25 მაისს გაშუქდა ტელეკომპანია მაესტროს  ეთერით, გადაცემაში – პროფესია ჟურნალისტი. კადრებში ნათლად არის ასახული, როგორი პრივილეგიებით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობისათვის მსჯავდებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სწორედ აღნიშნული ვიდეოკადრების გასვლის შემდგომ დაიწყო გია ალავიძის  დევნა, რასაც მოჰყვა მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა გია ალავიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და გამოარკვია შემდეგი:

2009 წლის 12 აგვისტოს გია ალავიძის მიმართ გამოტანილი იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი  გადაწყვეტილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ. იმავე დღეს  ალავიძის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა  ჩხრეკა მე-7 განყოფილების  გამომძიებლის გ. შიოშვილის, ზ. პავლიაშვილის, თ. რუხაძის და  მათთან ერთად მყოფი სხვა პირების მიერ, საიდანაც  ამოღებულ იქნა კომპიუტერის პროცესორი, პორტატული კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ იმ კადრების ამსახველი ვიდეომასალების გადაცემას, რაც ტელევიზიით არ გაშუქებულა. ჩხრეკისას ამოღებული „მტკიცებულებები“ არ არის მის მიმართ წარმოებულ საქმეში დაფიქსირებული და დართული.

საქმის წარმოება მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სისტემატიურად ხორციელდებოდა მუქარა მსჯავდებულისა და მისი ოჯახის მიმართ.

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გია ალავიძის მიმართ განხორციელებული  უკანონო ქმედებები ასევე გამოიხატა შემდეგში: მათი რეალური მიზანი იყო, გაერკვიათ, რა საერთო ჰქონდა გია ალავიძეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გასულ მასალასთან, სადაც ნათლად იყო ასახული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავდებული პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გია ალავიძის დაკავების მომენტიდან უახლოესი სამი თვის განმავლობაში მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული ალავიძის ადგილსამყოფელის შესახებ. გარდა სხვა შემთხვევებისა, აქაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს გია ალავიძის, როგორც მსჯავდებულის მიმართ დარღვეული სამართლებრივი უფლებები. გარდა ამისა, ალავიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა გაუსაძლის პირობებში, არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, საწყის ეტაპზე საკანში იმყოფებოდა მარტო, სადაც გაუქმებული იყო სარკმელი და შეუძლებელი იყო ვენტილაცია.  ასევე,  ბრალდებული არ იყო უზრუნველყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების ნივთებით, მათ შორის – პირველადი მოხმარების ნივთებით.

ალავიძის მიმართ სამართალდამცავების მიერ განხორციელდა არაერთი უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება მისი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, მის მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული იგნორირებით.  შედეგად სახეზეა ალავიძის მიმართ განოხრციელებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაცია.

გია ალავიძის საქმეში არის 4 ეპიზოდი. ყველაზე დიდი დარღვევაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება – ერთ-ერთ ეპიზოდზე საქმეს თან არ ერთვის აღკვეთი ღონისძიების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილია, რომ გია ალავიძემ არაერთხელ მიმართა თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს  ქალბატონ ეკა ბესელიას, მთავარ პროკურატურასა და ქალაქ თბილისის პროკურატურას. ამავე დროს, მსჯავდებულის საქმის შესწავლის პროცესში ადამიანის უფლებათა ცენტრმა ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას საქმეში არსებული პროცესუალური ნორმების დარღვევების გამოსაკვლევად, ასევე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, გია ალავიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნის გასაცემად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურატურამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გადაუდებლად უნდა შეისწავლონ გია ალავიძის საქმეში არსებული პროცესიალური დარღვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ხელახალი გამოძიება ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ გია ალავიძეს მსჯავრი დაედო მის მიერ გადაღებული კადრების გამო, რომელიც ამხელდა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებულ პირობებში ყოფნას და მათ ხშირ კონტაქტებს მაღალჩინოსნებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეალურად საქმე გვაქვს უდანასაულო მოქალაქის დევნასთან პოლიტიკური მოტივებით, ასევე – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვასთან.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s