ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები – მართლმსაჯულების აღსრულება თუ პოლიტიკური დევნა

 
ნინო დევიძე
 image
ადამიანის უფლებათა სახლში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობას  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ. 
 
 
„შეხვედრის მიზანია განვიხილოთ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები და ვიმსჯელოთ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თუ პოლიტიკური დევნა. დილემის წინაშე ვდგავართ, ერთი მხრივ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება დუმს, ვერ აკეთებს ვერანაირ აშკარა შეფასებას, ვინაიდან ისენი არიან პირები, რომელთა მიმართ ჩვენ თავად ვითხოვდით გამოძიების დაწყებას“, – განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კორდინატორმა ნინო ღვედაშვილმა.
 
126726-diskuasia-4
ადამიანის უფლებათა ცენტრი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების სასამართლო მონიტორინგს ახორციელებდა.  აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ძირითადად დაცული იყო: „ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა, თუმცა ჩვენი მიზანი არ ყოფილა გაგვერკვია ყოფილი მაღალჩინოსნები განიცდიდნენ, თუ არა პოლიტიკურ დევნას. ჩვენ ვაფასებდით სასამართლოს მიმდინარეობის ხარისხს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურას აღარ აქვს ისეთი გავლენა, როგორც წინა წლებში. მოსამართლე ყველა იმ შუამდგომლობას აკმაყოფილებდა, რომელთა დასაბუთებასაც ახერხებდნენ ადვოკატები. გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გადრა შეჯიბრებითობა, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ ერთი მთავარი პრინციპია, დაცული იყო“.
 
 
126626-diskusia-3„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ პროექტის დირექტორი გია გვილავა, ადამიანის უფლებათა ცენტრის  მიგნებებს იზიარებს: „ჩვენი მონიტორინგის მთავარი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ის ინფორმაცია, რაც ზოგადად  სასამართლო დარბაზებში მიმდინარეობს. მოსამართლეები მეტნაკლებად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. იყო შემთხვევები, როდესაც პროკურატურას ყავდა მოუმზადებელი მოწმეები, ისინი ხშირად საუბრობდნენ ზეპირებული ფრაზებით, თუმცა ეს ეხება იმ პროკურატურას, რაც არჩილ კვბილაშვილის დროს იყო. დღეს პროკურორები უკეთესად წარმართავენ პროცესებს. მართალია, არც ადვოკატები ბრწყინავენ, მაგრამ ადვოკატის შეცდომა ეს  მისი პრობლემაა, პროკურორის შეცდომა კი უკვე სისტემის ხარვეზია“.
 
 
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელის ლია მუხაშავიას თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესების მონიტორინგი უფრო სიღრმისეულად უნდა გაგრძელდეს: „თუკი სამართლიანობა ირღვევა მიუხედავად იმისა ვინ არის ეს ადამიანი ის რათქმაუნდა სახელმწიფოს დევნის მსხვერპლია. მე მგონია, რომ 126526-diskusia-1ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. გამოძიება არ არის, არც სრულყოფილი და არც სამართლიანი და ამას სასამართლო პროცესებზე თვალნათლივ ვხედავთ. არ შეიძლება ასეთი პილიტიკური ფიგურების მიმართ ასე სერიებად ბრალდებების წაყენება. ასეთი საქმეები უნდა მიდიოდეს მაქსიმალურად გამჭირვალედ, რადგან სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ მათ მიმართ პოლიტიკურ დევნას არ ახორციელებს“.
 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, თემის აქტუალობიდან გამომდინარე,  დისკუსია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მომავალშიც გაგრძელდება.
 
 
 
წყარო:  Humanrights.ge
Advertisements
This entry was posted in მარლთმსაჯულება, პოლიტპატიმრები, სამართალი, სასამართლო and tagged , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები – მართლმსაჯულების აღსრულება თუ პოლიტიკური დევნა

  1. გამოხმაურება: ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები – მართლმსაჯულების აღსრულება თუ პოლიტიკური დევნა - ქართული ბლო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s