თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების  მხარდასაჭერად

IMG_4395თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა 22 აგვისტოს, ევროსაბჭოს ოფისთან,  აზერბაიჯანში დაპატიმრებული  უფლებადამცველების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციას, გარდა სახლის წევრი ორგანიზაციებისა, „საზოგადოებრივი დამცველისა“ და „გაერთიანებული პროფკავშირების“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

IMG_4441აქციის მონაწილეების განცხადებით, აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა. თითქმის ერთნაირი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი) დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების  კრიტიკით.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ცნობილი უფლებადამცველების – რასულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დევნისა და დაპატიმრების გამო.

„2014 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავრობა არ ერიდება IMG_4397სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებს და არღვევს ევროკონვენციითა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა სახლის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.

აქციის მონაწილეებმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას სპეციალური მიმართვაც შეუგზავნეს, რომელშიც ევროსაბჭოსა და მინისტრთა კომიტეტს, აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რეაგირებისკენ მოუწოდეს.

IMG_4432 IMG_4430 IMG_4425 IMG_4412 IMG_4400 IMG_4402 IMG_4406 IMG_4385

Advertisements
This entry was posted in მარლთმსაჯულება, პოლიტპატიმრები, სამართალი, სასამართლო, უფლებადამცველები, შეკრების თავისუფლება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s