მობილური ჯგუფი ადამიანის უფლებებისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა  ახალი პროექტი – „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ დაიწყო. პროექტი ორწლიანია და მის ფარგლებში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების უფლებადამცველთა მობილური ჯგუფი იმუშავებს.

საველე გასვლა მოეწყობა ყოველკვირეულად. მობილური ჯგუფი ადგილზე უშუალოდ გაეცნობა უფლებადარღვევის ფაქტებს, მოქალაქეებს გაუწევს  სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, მოამზადებს ვიდეორეპორტაჟებს, სტატიებს და ჩაატარებს უფლებადარღვევების ეფექტური ადვოკატირებისთვის საჭირო აქტივობებს.

პროექტის გუნდი უფლებადარღვევების შესახებ ინფორმაციას მიიღებს მოქალაქეებისგან და მედიისგან. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, Human Rights Mobile  ჩავა და ადგილზე გაეცნობა პრობლემებს. ჯგუფი დაკომპლექტებულია ორი იურისტისგან (ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) ფსიქოლოგებისგან (კავშირი „საფარი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“) , ჟურნალისტებისგან (მედიის ინსტიტუტი) და მონიტორისგან (ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია). იურისტები და ფსიქოლოგები მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას, ხოლო ჟურნალისტები მოამზადებენ ვიდეორეპორტაჟებს და სტატიებს ყოველი კონკრეტული უფლებადარღვევის შესახებ. მომზადებული ვიდეოფილმები და სტატიები განთავსდება ინტერნეტრესურსებზე: www.humanrightshouse.org,  www.hridc.tv, www.humanrights.ge  . პროექტში ჩართული მონიტორი აწარმოებს უფლებადარღვევის ფაქტების დოკუმენტირებას. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები შემდგომში თავს პროექტის შუალედურ და საბოლოო ანგარიშებში მოიყრის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრესკონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა უფლებადარღვევებისა და პრობლემატური საკითხების შესახებ.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.  საქართველოს გარდა, მსგავს აქტივობებს სომხეთისა და აზერბაიჯანის უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც განახორციელებენ, რასაც კოორდინაციას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გაუწევს.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s