ფრანების აქცია ვერის ბაღში

ნინო ახობაძე

10703506_863909030299513_3922326352858357893_n25 სექტემბერს ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა აქცია, სადაც მოსახლეობისაგან შეგროვებული სამშვიდობო გზავნილები, ორგანიზატორებმა, მანათობელი ფრანების მეშვეობით,  სიმბოლურად ცაში გაუშვეს.

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1981 წელს დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 36/67 რეზოლუციის საფუძველზე. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად, მშვიდობის კვირეულიც სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოაწყო. კვირეულის ფარგლებში გავრცელდა სპეციალური სამშვიდობო მიმართვა,  ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება, დისკუსიები და სხვა.

 „21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სახის აქტივობა: ფილმის ჩვენება, დისკუსიები. დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით ვერის ბაღში, მოსახლეობას ფერად ფურცლებზე სამშვიდობო გზავნილების დაწერა ვთხოვეთ და ეს გზავნილები  მანათობელი ფრანებით, სიმბოლურად, ცაში გავუშვით “ – სალომე აჩბა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.

მშვიდობის კვირეული 26 სექტემბერს დისკუსიით დაიხურა.

Advertisements
This entry was posted in უფლებადამცველები and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s