შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია

GCRT_Logo_RGB_2010_Landscapeწამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT და  სარეაბილიტაციო ცენტრი «კამარა» ახორციელებს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს,  რომლის  მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაიში. აღნიშნულ პროექტში საკუთარი საქმიანობის და დაფინანსების ფარგლებში ჩართულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პროექტის ფარგლებში შეწყალებული მსწავლებულები მიიღებენ შემდეგ სერვისებს:

  1. სამედიცინო მომსახურება –  სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს ცენტრის ტერიტორიაზე პირველადი სამედიცინო კონსულტაციის გაწევას, კლიენტთა გადამისამართებას პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოსტირების მიზნით, მკურნალობის პროცესის მართვას, რომელშიც მოიაზრება – მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საკონტროლო ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება. (პროექტში არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ სერვისებს)
  2. ფსიქოლოგიური მომსახურება – ფსიქოლოგიური საჭიროებების მქონე კლიენტების მომსახურება მოიცავს ფსიქო-დიაგნოსტიკას, საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას(ფსიქიატრის მომსახურება), კლიენტის ჩართვას  ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიულ სერვისებში(ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი) და ა.შ. მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირებს, რომლებიც განიცდიან ფსიქოლოგიურ სირთულეებს დამოკიდებულებასთან ბრძოლაში  მომსახურებას გაუწევს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“. ორგანიზაციაში ,,კამარაში“  რეაბილიტაცია დაფუძნებულია  სხვადასხვა თერაპიულ მოდულებსა  და ოჯახურ გარემოზე.
  3. იურიდიული მომსახურება – პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. იურიდიულ მომსახურებაში ასევე მოიაზრება სამართლებრივი დოკუმენტების (სარჩელი, განცხადება და ა.შ) მომზადება და საადვოკატო მომსახურება (კონკრეტულ საქმეზე ადვოკატის გამოიყოფა მაშინ, როდესაც საქმე აკმაყოფილეს საიას მიერ დადგენილ საქმის აღების კრიტერიუმებს.  ადვოკატის გამოყოფის საკითხს წყვეტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.)
  4. პროფესიული გადამზადება/პროფესიული სასწავლებლები – სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის პროფესიული გამოცდილებისა და ინტერესების შეფასების საფუძველზე პროექტის ფარგლებში მოხდება  შეწყალებულ მსჯავდებულთა პროფესიული სწავლების დაფინანსება.
  5. სოციალური მომსახურება – სოციალურ მომსახურებაში მოიაზრება კომპლექსური ჩარევა, რომელიც განხორციელდება სოციალური მუშაკების მიერ პირველადი და სრული  შეფასების საფუძველზე, სხვადასხვა სერვისის გამოყენების გზით:
  • სოციალური უნარების ტრენინგი – სარეაბილიტაციო გუნდის მიერ ყოფილი მსჯავრდებულებისთვის განხორციელდება სოციალური უნარების განვითარების სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (570 10 10 01), რომლის მეშვეობით მოხდება იმ მსჯავდებულების გამოკვეთა, რომელთაც აქვთ გათავისუფლების მომენტში თავშესაფრის და/ან ტრანსპორტირების პრობლემა. შეწყალებული პატიმრის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა მოხდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებთან თანამშრომლობის გზით.
  • სოციალური ფონდი – მატერიალურად შეჭირვებული ბენეფიარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგების, გზის ხარჯებისა და სხვა გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ფუნქციონირებს სოციალური ფონდი.
Advertisements
This entry was posted in მსჯავრდებულები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s