კონკურსი პოსტერის შესაქმნელად

HRHTbilisieng

GCRT_Logo_RGB_2010_Landscape

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონსურსს პოსტერის შესაქმნელად.

 კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო პოსტერი (პლაკატი) წამების აკრძალვის თემაზე.  კონკურსში მიიღება როგორც ფოტო-სურათები, ასევე პოლიგრაფიული ნამუშევრები.
ტექნიკური მოთხოვნები:

** პოსტერი უნდა გამოხატავდეს ღონისძიების მიზანს;
** შესაძლებელია სხვადასხვა პოლიგრაფიული ეფექტების გამოყენება;
** პირობითი ზომა: მინიმუმ 300 dpb;
** საკონკურსო ნამუშევარი შესაძლებელია შესრულებული იყოს, როგორც კომპიუტერული გრაფიკით, ასევე ტილოზე და სხვა გამომსახველობითი საშუალებით (იმის გათვალისწინებით, რომ მისი ფოტოასლი პოსტერს წარმოადგენდეს);
** ფოტოებს/პოსტერებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია წამების აკრძალვასთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.

გამარჯვებული გამოვლინდება და დაჯილდოვდება 26 ივნისს – წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

გამარჯვებულს გადაეცემა 400 ლარი ფულადი ჯილდო.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 21 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: tbilisi@humanrightshouse.org  

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი იტოვებს უფლებას გამარჯვებული პოსტერი გამოიყენოს წამების წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ინფორმაციისთვის, 26 ივნისის წლევანდელი გლობალური კამპაანის თემაა – რეაბილიტაციის უფლება. წამების ტრავმა სცილდება მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლზე ზემოქმედებას და იგი მატრავმირებელ გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე. წამების მსხვერპლთა სრულმა რეაბილიტაციამ და ანაზღაურებამ შესაძლოა შეამციროს ტრავმის გავლენა საზოგადოებაზე. რეაბილიტაციის მიზანია, გააძლიეროს წამების მსხვერპლნი, რათა მათ აღიდგინონ საკუთარი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, რეაბილიტაციის უფლება უაღრესად მნიშვნელოვანი უფლებაა. ამიტომაც მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, შეასრულონ საერთაშორისო ნორმებით აღებული ვალდებულება და უზრუნველყონ წამების მსვხვერპლთა რეაბილიტაცია, მათ შორის, სარეაბილიტაციო სერვისების დაფინანსება.

42_1041_535552_evrokavshiri

როექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s