10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის რელიზი

67 წელია, რაც 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რასაც საფუძვლად დაედო 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციიის მიღება.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რადგან ორგანიზაციის დანიშნულებას სწორედ დარღვეული უფლებების აღდგენა წარმოადგენს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებენ. მათ შორისაა პროექტი „ადამიანის უფლებები რეგიონებში“, რომელშიც ჩართული არიან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი“, ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების შემსწავლელი კავკასიური ცენტრი – კავკასია და მედიის ინსტიტუტი – წარმომადგენლები.

პროექტი „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით ხორციელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

პროექტის „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაზე მუშაობდა ჯგუფი. მათ შორის იყო გახმაურებული საქმეები: პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის საქმე, კასპის პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი ზვიად ფეიქრიშვილის საქმე, არასრულწლოვან გ. კახურაშვილის საქმე,  მოქალაქე მ.გ. კომპანია „დეშელის“ წინააღმდეგ, იეჰოვას მოწმეთა საქმეები და ა.შ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ წარმოებულ საქმეთაგან რამდენიმე უკვე წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საქმე კი უვადოდ არის შეწყვეტილი და არ არიან დასჯილი დამნაშავეები.

  • არასრულწოვან გ. კახურაშვილის საქმეზე მოპასუხე მხარე მაქსიმალურად ცდილობს, პროცესის გაჭიანურებას, რაც ბავშვზე მძიმედ მოქმედებს და ირღვევა მისი უფლებები. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ითხოვს, დროულად დამთავრდეს სასამართლო პროცესები და ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს.
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ასევე ითხოვს კასპში, მოქალაქე ზვიად ფეიქრიშვილის მიმართ აღდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ კასპის პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ფეიქრიშვილს.
  • ორგანიზაცია ასევე სამართლებრივ დახმარებას უწევს ადვოკატ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაკის მე-5 განყოფილების პოლიციის თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია განყოფილების უფროსი, მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც ქმედებით ან უმოქმედობით შეუწყო აღნიშნულ ძალადობის ფაქტს ხელი.
  • თბილსის ადამიანის უფლებათა სახლს ასევე წარმოებაში აქვს სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედის დარეჯან ჩოხელი-ჭელიძის საქმე, რომელიც მერიამ 10 000 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაციის ჩართულობის მიუხედავად, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებში არ გადაწყდა პრობლემა, ამიტომ იურისტმა საქმის გადაწყვეტის მიზნით საქალაქო სასამართლოს მიმართა, პროცესი 2016 წლის 22 იანვარსაა ჩანიშნული.
  • უფლებადამცველთა მობილური ჯგუფი მუშაობს ბოშებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღების მიმართულებით. ბოშებს სირთულეებს უქმნის დოკუმენტების არქონა, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სერვისით. იურისტის დახმარებით უკვე ოთხმა ბოშამ აიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, უახლოეს მომავალში კიდევ 3 ბოშა აიღებს მსგავს დოკუმენტებს.
  • 2015 წლის 8 ივნისს ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მომართა სიღნაღში მცხოვრებმა ნ.ა.-მ, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს. ამავე წლის 8 ივნისს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანება ნ.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. პროცესზე დაზარალებულის ინტერესებს სახლის იურისტი იცავდა.
  • გარდა სამართლებრივი კონსულტაციებისა, უფლებადამცველთა მობილური ჯგუფი გასცემს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, ამ მიზნით ჯგუფის ფსიქოლოგები იმყოფებოდნენ კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სკოლის მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ და გაზარდეს მათი ცნობიერება. ასევე, მათთან იმუშავეს ტრავმის გადამუშავების მიმართულებით კონკრეტლ ქეისთან დაკავშირებით, რასაც წარმატებული შედეგი მოჰყვა და მასწავლებლების ემოციური მდგომარეობა დასტაბილურდა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველთა მობილური ჯგუფი აგრძელებს უფლებადარღვევით ფაქტების გამოვლენას და მათზე რეაგირებას. თითოეულ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს მისამართზე: გაგარინის მოედანი, მეორე შესახვევი, მელიტონ ქანთარიას 11 ა.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s