HRHT-ს შესახებ

გვანცა კორძახია 

რა არის „ადამიანის უფლებათა სახლი“ გარდა იმისა, რომ ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვას? თქვენსავით მეც დავინტერესდი სახლის შესახებ და „თბილისის ადამიანთა უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარეს უჩა ნანუაშვილს გავესაუბრე.

„ადამიანის უფლებათა სახლის“ იდეა ნორვეგიაში 1989 წელს წარმოიშვა, როდესაც ერთ-ერთმა მეცენატმა ადამიანის უფლებათა სახლს საკუთარი სახლი დაუთმო. ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ სახლში იყრის თავს, სხვადასხვა დანიშნულებას ემსახურება, მათი მთავარი მიზანი კი ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

საქართველოში სახლის შექმნის იდეა 10 წლის წინ გაჩნდა , 2005 წლიდან კი აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ იდეის რეალურად განხორციელებისათვის“ – განმიმარტა ბ-მა უჩამ.

როგორც გავიგე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ახლა უფრო გაუარესებული ყოფილა (2008 წლის აგვისტოს ომიდან გამომდინარე), ვიდრე რამდენიმე წლის წინ (თუმცა აზერბეიჯანთან შედარებაც კი არაა). ქართველმა დელეგატებმა რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ნორვეგიის სახლი დაარწმუნეს საქართველოში მათი ფილიალის არსებობის აუცილებლობაში. ასე რომ, გასულ წელს ოფიციალურად დარეგისტრიტდა „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, სადაც თავმჯდომარე როტაციის პრინციპით 2 წლის ვადით ირჩევა.

როგორც გითხარით, სახლში თავს რამდენიმე ორგანიზაცია იყრის, ერთ-ერთი პირველი „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი „კავკასია“ იყო, შემდეგ წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი, ამ რიცხვს დაემატა კავშირი „საფარი“, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა და ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება, ბოლოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომელიც სტრასბურგში წარადგენს ინტერესებს, სახლის ასოცირებული წევრი კი, მედია განვითარების ინსტიტუტია. ყველა ორგანიზაციას განსხვავებული პროფილი აქვს, ემსახურება ადამიანების უფლებების დაცვას და ხანდახან საჯაროობასაც კი. მოსახლეობას საჭიროებისამებრ ეწევა უფასო იურიდიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

როგორც გავიგე, ახალ სახლში (სადაც მომავალ წელს დამთავრდება სარემონტო სამუშაოები) იქნება ვიდეო სტუდიაც აქტუალურ თემებზე რეპორტაჟების მოსამზადებლად. ასევე აღსანიშნავია უფასო საკონფერენციო დარბაზი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს ტრენინგების ან რაიმე შეხვედრებისათვის შეეძლება (მაგრამ იქ არ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები – აზერბაიჯანში, სახლის ფილიალის საკონფერენციო დარბაზში, როდესაც ოპოზიციის აქტივისტებმა პოლიტიკური სახის პრეს-კონფერენციები ჩაატარეს, სახლმა დაკარგა თავისი ფუნქცია და გაუქმდა). ამავე შენობაში იქნება ბიბლიოთეკაც – ასევე ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

იქიდან გამომდინარე, რომ „ადამიანის უფლებათა სახლი“ საზოგადოებას ემსახურება, მოსახლეობას ბევრჯერ მიუმართავს ორგანიზაციისათვის დახმარებისათვის (ამ მომენტშიც არ წყდება იურისტებთან რიგები). დახმარებას ხშირად რელიგიური და სექსუალური უმცირესობებიც ითხოვენ, თუმცა ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ისინი მაინც ჩრდილში რჩებიან.

 „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ არის რიგი ორგანიზაციების გამაერთიანებელი ასოციაცია, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს (იქნება ეს სოციალურად დაუცველი პირები, უსამართობის მსხვერპლნი თუ სხვ.) ემსახურება.

“ადამიანის უფლებათა სახლში” ნებისმიერი სახის კონსულტაცია უსასყიდლოა და მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისაგან შეუძლით მიიღონ ის დახმარება, რაც მათ სჭრდება. ეს ყველაფერი კი ერთ ფიზიკურ შენობაში იქნება შესაძლებელი.

                                                                                     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s