Category Archives: უფლებადამცველები

ფრანების აქცია ვერის ბაღში

ნინო ახობაძე 25 სექტემბერს ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა აქცია, სადაც მოსახლეობისაგან შეგროვებული სამშვიდობო გზავნილები, ორგანიზატორებმა, მანათობელი ფრანების მეშვეობით,  სიმბოლურად ცაში გაუშვეს. 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1981 წელს დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 36/67 რეზოლუციის … Continue reading

Posted in უფლებადამცველები | Tagged , , | დატოვე კომენტარი

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების  მხარდასაჭერად

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა 22 აგვისტოს, ევროსაბჭოს ოფისთან,  აზერბაიჯანში დაპატიმრებული  უფლებადამცველების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციას, გარდა სახლის წევრი ორგანიზაციებისა, „საზოგადოებრივი დამცველისა“ და „გაერთიანებული პროფკავშირების“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ … Continue reading

Posted in მარლთმსაჯულება, პოლიტპატიმრები, სამართალი, სასამართლო, უფლებადამცველები, შეკრების თავისუფლება | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

აზერბაიჯანში საარჩევნო პროცესის კრიტიკის გამო უფლებადამცველს პატიმრობა მიუსაჯეს

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის წერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, შეუერთდეს ჩვენს მოთხოვნას – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ანარ მამადლი, „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული კვლევების ცენტრის (EMDS)“ ხელმძღვანელი. ანარი აკვირდებოდა და დოკუმენტირებას ახდენდა 2013 წლის 9 ოქტომბრის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების … Continue reading

Posted in არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება, სამართალი, უფლებადამცველები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი შეშფოთებულია აზერბაიჯანში უფლებადამცველთა დაკავების გამო

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი გმობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უფლებადამცველების დაპატიმრების ფაქტს. 2013 წლის 26 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ასობით ადამიანმა აქცია გამართა ისმაილის ცენტრალურ ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად. აქციის დაახლოებით 40 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ცნობილი ბლოგერი ემინ მილი, … Continue reading

Posted in გამოხატვის თავისუფლება, უფლებადამცველები, შეკრების თავისუფლება | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

უჩა ნანუაშვილი: „შესაძლოა, მე მომიხდეს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც“

სალომე აჩბა,  http://www.humanrightshouse.org საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 7 დეკემბერს  82 ხმით 18–ის წინააღმდეგ დაამტკიცა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა ცენტრს. ბოლო წლებში, ასევე, არჩეული იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარედ. სახალხო დამცველის აპარატის გარდაქმნა უფრო … Continue reading

Posted in უფლებადამცველები | Tagged , , | დატოვე კომენტარი

სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა შეხვედრა თბილისში

ელენე ჭუმბურიძე, ალეკო ცქიტიშვილი, http://humanrightshouse.org 25-27 ოქტომბერს თბილიში სასტუმრო „ბომონდში“ უფლებადამცველთა  სამხრეთკავკასიური ქსელის რეგიონული შეხვედრა ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უფლებადამცველებსა და ადვოკატებზე ზეწოლა. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სტრატეგიული კამპანია და მომზადდა რეკომენდაციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებისთვის უფლებადამცველთა … Continue reading

Posted in უფლებადამცველები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

მეფემ არაფერი იცოდა!

შორენა ლათათია სადიზმი, წამება, დამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობა აი, თურმე რა ხდებოდა გლდანის მე-8 საპყრობილეში. “თურმე” – იმიტომ, რომ გავრცელებული ვიდეოების შემდეგ ხელისუფლებაზე „გაოცებული“ და დაბნეული ადამიანები, იმ პერიოდში დედამიწის ზურგზე ძნელად მოსაძებნი იქნებოდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ … Continue reading

Posted in გამოხატვის თავისუფლება, სტუდენტები, უფლებადამცველები, წამება | Tagged , , | დატოვე კომენტარი